17:48 14 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1366
  • 100 RUB4.6046
  • USD3.4283
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
49 0 0

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით სამეგრელო–ზემო სვანეთი დღეისათვის თბილისის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს.

თბილისი, 24 აპრილი – Sputnik. სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსი კიდევ 115 პირს დაუდასტურდა, რეგიონში COVID-19-ით გამოწვეული გართულების შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით სამეგრელო–ზემო სვანეთი დღეისათვის თბილისის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს.

ბოლო მონაცემებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის კოვიდმიმღებ კლინიკებში კი 276 ადამიანი მკურნალობს, მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტების რაოდენობა კი 26-მდე გაიზარდა.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 159 კოვიდპაციენტი გადის, მათ შორის, მძიმეა 23 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდინფიცირებული რჩება, მათ შორის 3 მძიმედაა.

აბაშის „ევექსის" კოვიდკლინიკაში 27 პაციენტია მოთავსებული, ხოლო სენაკის „ლაზიკა მედში" 50 პირი მკურნალობს.

რეგიონის მასშტაბით კორონავირუსისგან კიდევ 42 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

საკარანტინო სივრცეში 9 მოქალაქე რჩება.

საქართველოს მასშტაბით ბოლო 24 საათში კორონავირუსის 1.250 შემთხვევა გამოვლინდა და ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 302.785-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

მთავარი თემები