სამების ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებული13 პირის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

© REUTERS / David Mdzinarishviliანთებული სანთელი
ანთებული სანთელი - Sputnik საქართველო, 1920, 24.04.2021
გამოწერა
13 პირიდან ოთხს დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ, დანარჩენ მებრძოლებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, საგვარეულო საფლავებზე გადაასვენებენ.

თბილისი, 24 აპრილი - Sputnik.  სამების საკათედრო ტაძარში გასული საუკუნის 90-იან წლებში აფხაზეთის  შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული 13 იდენტიფიცირებული პირის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

ნეშტებს, რომლებიც წლების შემდეგ აღმოაჩინეს, იდენტიფიცირების მიზნით დნმ-ის ანალიზი ჩაუტარდა. 

13 პირიდან ოთხს დიღმის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ, დანარჩენ მებრძოლებსა და მშვიდობიან მოქალაქეებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, საგვარეულო საფლავებზე გადაასვენებენ.

გალის რაიონი  - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2021
საქართველო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისთვის შეზღუდვებს ამსუბუქებს

 

2010 წელს, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ფინანსური და ტექნიკური დახმარებით, 1992-1993 აფხაზეთში საომარი მოქმედებების შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხების შემსწავლელი საკოორდინაციო მექანიზმი შეიქმნა, რომელმაც დაღუპულთა მოძიების პროცესი დაიწყო. ამ მექანიზმის მონაწილეები არიან ოფიციალური თბილისისა და აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები.

მექანიზმის ამუშავებიდან, ანუ 2010 წლიდან სულ აღმოჩენილია 583 ადამიანის ნეშტი. აქედან ჯერ მხოლოდ 206 ადამიანის ამოცნობა მოხერხდა, დანარჩენი ნეშტების ამოცნობის პროცესი გრძელდება.

საქართველომ კონტროლი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე 1990-იანი წლების დასაწყისში, შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ დაკარგა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა ამ რეგიონების დამოუკიდებლობა აღიარა, ამის საპასუხოდ თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა.

 

ყველა ახალი ამბავი
0