GWP: თბილისის ცალკეულ რაიონებს წყალმომარაგება 24 საათით შეუწყდება

© press-service of Georgian Water and Power Georgian Water and Power (GWP)
 Georgian Water and Power (GWP) - Sputnik საქართველო, 1920, 23.04.2021
გამოწერა
მოსახლეობისთვის წყალმომარაგების შეზღუდვა მარშალ გელოვანის გამზირზე მიმდინარე საგზაო სამუშაოებს უკავშირდება, რომელსაც დედაქალაქის მერია ახორციელებს.

თბილისი, 23 აპრილი – Sputnik. თბილისის რამდენიმე უბანს წყალმომარაგება 24 საათით შეეზღუდება, ნათქვამია წყალგამანაწილებელი კომპანია Georgian Water and Power-ის (GWP) მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

25 მარტიდან მარშალ გელოვანის გამზირზე, ახალი გზის პროექტის ფარგლებში, თბილისის მერიის დაკვეთით კომპანია Black Sea Group წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოებს ატარებს. დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების მიმდინარეობისას აუცილებელია სპეციალური გადაერთებითი სამუშაოების ჩატარება – ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულების დროებით დაკეტვა და წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა.

დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით 22 აპრილის 23:00 საათიდან 23 აპრილის 23:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდებათ საბურთალოს, დიდუბისა და დიდი დიღმის რაიონების მცხოვრებლებს. შეზღუდვა ასევე შეეხება ქოშიგორას დასახლების, სოფელ ზურგავანასა და ზაჰესის მცხოვრებლებს. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ეს სამუშაოების ბოლო ეტაპია.

კერძოდ, შეზღუდვა შეეხება შემდეგ უბნებს:

საბურთალოს რაიონში: ვაშლიჯვრის დასახლებას, მარშალ გელოვანის გამზირს, მაჭავარიანის, თოფურიას, სარაჯიშვილის, კვანტალიანის ქუჩებს, გოძიაშვილის ქუჩას, გოთუას, ბიძინა ბარათაშვილის, სარგის კაკაბაძის, ტაშკენტის ქუჩის ნაწილს, ზემო ვეძისის, ალასანიას, ვაზისუბნის და მიმდებარე ქუჩებს.

დიდ დიღოში: I-IV მიკრორაიონებს, ფარნავზ მეფის, გიორგი ბრწყინვალეს, პეტრიწის, არჩილ მეფის, მირიან მეფის, ჯავახიშვილის, სონღულაშვილის, უგრეხელიძის, ნიკო ბურის, ჰუგო ჰუბერტის, ხატაეთის, შერმადინის, ნესტან-დარეჯანის, ცამეტი ასურელი მამის, როსტევანის, ანდრონიკაშვილის, მიხეილ მესხის, კვირაცხოვლის, მუხათგვერდის და მიმდებარე ქუჩებს; ბენდუქიძის დასახლებას.

დიდუბის რაიონში: აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ-ს, დიღმის მასივის I კვ.-ის N10-12 კორპუსებს.

ქოშიგორას დასახლებაში: ჭავჭავაძის, უდაბნოს, მოწამეთას, კელასაურის, ასიათასი მოწამის ქუჩებს.

სოფელ ზურგოვანაში: კოსტავას, ჩოხელის, სამაჩაბლოს და აფხაზეთის ქუჩებს.

ზაჰესში: გრიგოლ ხანძთელის, სხვიტორის, კასკადის და ენერგეტიკის ქუჩებს.

გავრცელებული ინფორმაციით, სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

ყველა ახალი ამბავი
0