კალაძე: ყოფილი იპოდრომის ტერიტორია ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო დასასვენებელი ადგილი იქნება

© Government of Georgiaკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2021
გამოწერა
კახა კალაძის თქმით, მერია მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს დედაქალაქში რეკრეაციული სივრცეების მოწყობას.

თბილისი, 22 აპრილი – Sputnik. დედაქალაქში რეკრეაციული სივრცეების არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ქალაქის მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია Imedi-ს ეთერში.

თბილისის მერმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე თბილისის ცენტრალური პარკის მშენებლობაზე.

ახალი ცენტრალური პარკი, რომელიც ქალაქის ერთ-ერთი მთავარი სარეკრეაციო ზონა უნდა გახდეს, 36 ჰექტარ ფართობზე განთავსდება. აღნიშნული ტერიტორია დედაქალაქს მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ფონდმა „ქართუმ“ უსასყიდლოდ გადასცეს. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი 2020 წლის 5 ოქტომბერს მოეწერა. 

კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 11.04.2021
 კახა კალაძემ განმარტა მოხდება თუ არა  ყოფილი იპოდრომის „ჩაბეტონება“

„ყოფილი იპოდრომის ტერიტორია არის ერთ-ერთი უნიკალური სივრცე ქალაქის ცენტრში, რომელიც, დარწმუნებული ვარ, რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ იქნება ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო დასასვენებელი ადგილი ადამიანებისთვის. ეს იქნება სივრცე გართობისა და დასვენებისთვის, ყველა თაობის ადამიანისთვის განსაზღვრული სივრცეებით“, – განაცხადა კალაძემ.

მერის თქმით, პროექტის საბოლოო ვარიანტზე მუშაობა ჯერ კიდევ გრძელდება და იგი საზოგადოებისთვის ცნობილი უახლოეს პერიოდში გახდება. მისი თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ სოციალურ ქსელსა და მედიაში პროექტთან დაკავშირებით არაერთგვაროვანი ინფორმაციები ვრცელდება, შეიქმნება სპეციალური პლატფორმა, სადაც მოქალაქეები შეძლებენ პირადად გაეცნონ პროექტს.

„პარკის ჩაბეტონება არ ხდება. რა თქმა უნდა, საჭიროა მოეწყოს საპარკინგე ადგილები, რამდენადაც მოსახლეობის მხრიდან ამაზე მოთხოვნაა... ასევე საუბრობდნენ, რომ ცენტრალურ პარკში რესტორნებს ააშენებენ. ეს დიდი ტყუილია. იქნება კაფეები, რაც ყველა პარკისთვის ნორმალურია“, – განაცხადა კალაძემ.

ფონდი „ქართუს“ წარმომადგენლის ნიკოლოზ ჩხეტიანის განმარტებით, პროექტის განხორციელებას დაახლოებით 2,5–3 წელი დასჭირდება. 

კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 07.10.2020
კალაძე: ყოფილ იპოდრომთან საჩოგბურთო კორტები აღდგება

„ამ ეტაპზე ზუსტი ვადების დასახელება არ შემიძლია. ჩვენი გათვლებით, მთლიან პროექტს 30–36 თვე დასჭირდება, თუმცა, რადგანაც პროექტი ეტაპობრივად ხორციელდება, პარკის ზოგიერთი ნაწილი დაგეგმილზე ადრე დასრულდება“, – განაცხადა ჩხეტიანმა Imedi-ს ეთერში.

პროექტის მიხედვით, აღნიშნული სივრცე დაიყოფა 26 გასართობ და დასვენების ზონად. მულტიფუნქციურ სივრცეში გათვალისწინებულია ბოტანიკური ბაღი, იაპონური ბაღი, ფრანგული ბაღი, ამფითეატრი, შადრევანი, სკეიტ-პარკი, სასაზღვრო-სატყეო ზონა, შიდა სატყეო სექტორი, საგანმანათლებლო ცენტრი, ზიპლაინი, სპორტის და კვების ზონა.

პარკის ტერიტორიაზე ასევე მოეწყობა ცხოველების სასეირნო სივრცე, პანორამული პლატფორმა, თოკების პარკი, საფეხმავლო ხიდი, სამთო ველოსიპედების ბილიკები, სტრიტბოლის სივრცე, არეალები ლაშქრობისა და კლდეზე ცოცვისთვის, ხოლო პარკის გარშემო მოეწყობა სამი ავტოსადგომი. 

ყველა ახალი ამბავი
0