ტიკარაძე: ხვალ გადაწყდება, რა დამატებითი რეგულაციები დაწესდება ქვეყანაში

© Sputnik / Alexander Imedashviliადამიანები პირბადეებით
ადამიანები პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2021
გამოწერა
სპეციალისტები კორონავირუსის საყოველთაო გავრცელებაზე საუბრობენ, რამაც შეიძლება ამ დროისათვის გაუქმებული კოვიდ–შეზღუდვების კვლავ ამოქმედება გამოიწვიოს.

თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მოწვევით ხვალ საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართება, რომელზეც დამატებით რეგულაციებზე იმსჯელებენ. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

ეპიდემილოგები დამატებით შეზღუდვებზე ლაპარაკობენ>>

ბოლო პერიოდში საქართველოში ეპიდვითარება საგრძნობლად გაუარესდა. გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 1.792-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 297 ათასს გადააჭარბა.

მინისტრის განმარტებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება საკმაოდ რთულდება, აქტიური შემთხვევების რაოდენობა 10 ათასს აღემატება, რაც ჯანდაცვის სექტორზე ზეწოლას ზრდის.

  • „ხვალ კოვიდსაბჭოზე განვიხილავთ იმ დამატებით რეგულაციებს და ღონისძიებებს, რომელიც ეფექტური იქნება. საბჭო ასევე იმსჯელებს უქმე დღეებთან დაკავშირებით, კერძოდ, რომელი ორგანიზაციები და რა მიმართულებები განაგრძობენ მუშაობას და რა მიმართულებებისთვის იქნება შეზღუდული სამუშაოს გაგრძელება“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

მინისტრის განცხადებით, ინფექციის გავრცელების დროულად შესაკავებლად მნიშვნელოვანია მოსახლეობის აქტიური ჩართულობა და მოქმედი რეგულაციების დაცვა, მათ შორის პირბადის გამოყენება და სოციალური დისტანციის დაცვა.

გამვლელები რუსთაველის გამზირზე - Sputnik საქართველო, 1920, 18.04.2021
საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღის პიკი აპრილის ბოლოს არის მოსალოდნელი

ქართველი სპეციალისტები არადამაიმედებელ პროგნოზებს აკეთებენ. მათი განცხადებით, ქვეყანა კორონავირუსის გავრცელების მესამე ტალღის ფაზაში შედის და ისინი არ გამორიცხავენ, რომ საქართველო გასული წლის ნოემბერ-დეკემბრის მაჩვენებელს მიუახლოვდეს, როდესაც ინფიცირების დღიური მაჩვენებელი რამდენიმე ათასი იყო.

ამ დროისათვის ძირითადი შეზღუდვა, რომელიც საქართველოში დარჩა, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვაა, რომელიც ვრცელდება როგორც ქვეითებზე, ისე სატრანსპორტო საშუალებებზე. „კომენდანტის საათის“ დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 2 ათასი ლარის ოდენობით. 

საქართველოში ოფიციალური უქმეები გამოცხადდა: ვინ გააგრძელებს მუშაობას>>

ძალაშია ასევე პირბადის სავალდებულო ტარება, რომლის დაცვაც აუცილებელია როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირბადის გარეშე ყოფნა ითვალისწინებს ჯარიმას 20 ლარის ოდენობით.

ყველა ახალი ამბავი
0