თურქეთიდან შემოსული ხახვი „სარფის" საბაჟოდან უკან დააბრუნეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსარფის საბაჟო
სარფის საბაჟო - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2021
გამოწერა
ფიტოსანიტარიული სასაზღვრო კონტროლის ფარგლებში ხახვი ლაბორატორიულად შეამოწმეს. მასში მავნე ორგანიზმები აღმოჩნდა.

თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. თურქეთიდან საკონტროლო–გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით საქართველოში შემოსული 45,5 ტონა ხახვი, მასში მავნე ორგანიზმების აღმოჩენის გამო, უკან გააბრუნეს, აღნიშნულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, შემოტანილი პროდუქცია ფიტოსანიტარიული სასაზღვრო კონტროლის ფარგლებში საკარანტინო მავნე ორგანიზმებზე ლაბორატორიულად შეამოწმეს.

„საქონლის მიმართ კონტროლის პროცედურების განხორციელებისას გამოვლინდა, რომ აღნიშნული ტვირთი არ შეესაბამებოდა მცენარეთა სიჯანსაღის მოთხოვნებს. შესაბამისად, ხახვით დატვირთული ორი ავტოსატრანსპორტო საშუალება ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ყველა ახალი ამბავი
0