საბავშვო ნაწარმოებების გამოსავლენად ლიტერატურული კონკურსი გრძელდება

© photo: Sputnik / Kirill Kallinikov / გადასვლა მედიაბანკშიბიბლიოთეკა
ბიბლიოთეკა - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2021
გამოწერა
საბავშვო კონკურსის შედეგად გამოვლენილ საუკეთესო ნაწარმოებებს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ წიგნად გამოსცემს.

თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. საქართველოში საუკეთესო საბავშვო ნაწარმოებების გამოსავლენად ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულთა ვინაობა ივნისში გახდება ცნობილი, ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

კონკურსის მიზანია ისეთი საბავშვო ნაწარმოებების შერჩევა, რომლებსაც ცენტრი გამოიყენებს ეროვნულ შეფასებებში და აგრეთვე სხვა პროექტების ფარგლებში დაგეგმილი ტესტირებების დროს. 

ანა ყიფიანი - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2021
ანა ყიფიანმა კანადის პრესტიჟულ კონკურსზე სამი პრიზი მოიპოვა

ლიტერატურულ კონკურსში, რომელიც გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობასთან“ ერთად გამოაცხადა, მონაწილეობის მიღება ნებისმიერს შეუძლია.

საკონკურსოდ მიიღება მხოლოდ ის გამოუქვეყნებელი საბავშვო მოთხრობები და შემეცნებითი პროზაული ნაწარმოებები, რომელთა მოცულობაც არ აღემატება 1,5 ათას სიტყვას. მნიშვნელოვანია, რომ ნამუშევრები განკუთვნილი იყოს დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის და არ უნდა ატარებდეს მკვეთრად გამოხატულ დიდაქტიკურ ხასიათს.

რაც შეეხება კონკურსის დეტალებს, კონკურსში მონაწილეობის მისაღებად 17 მარტიდან 17 მაისამდე პერიოდში ავტორმა ელექტრონულ ფოსტაზე konkursi@naec.ge უნდა გაგზავნოს მინიმუმ სამი გამოუქვეყნებელი პროზაული ნაწარმოები.  საკონტაქტო ინფორმაციის (სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი) გარეშე ნამუშევრები არ განიხილება.

კონკურსის შედეგად გამოვლინდება სამი გამარჯვებული ავტორი, რომლებიც დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებით: I ადგილი - 1,5 ათასი ლარი, II ადგილი - 1000 ლარი, III ადგილი - 500 ლარი. საუკეთესო ნაწარმოებებს კი წიგნად გამოსცემს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“. 

 

ყველა ახალი ამბავი
0