წმენდა „ქართულ ოცნებაში“: რამდენი პირი გარიცხეს პარტიიდან

© Sputnik / Alexander Imedashvili"ქართული ოცნების" ოფისი
ქართული ოცნების ოფისი - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2021
გამოწერა
მმართველი პარტიის რიგებიდან აღნიშნული პირების გათავისუფლების საფუძველი ოპოზიციურ პარტიებთან მათი კავშირები გახდა.

თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებთან ფარული ურთიერთობის გამო მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ რიგებიდან ზესტაფონის საოლქო ორგანიზაციის რამდენიმე წევრი გარიცხეს, ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შესაბამისი გადაწყვეტილება 17 აპრილს გამართულ რეგიონული ორგანიზაციის ბიუროს სხდომაზე იქნა მიღებული, რომელსაც ბიუროს სრული შემადგენლობა ესწრებოდა. 

„ყოველგვარი უზუსტობისა და შესაძლო პოლიტიკური სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით ვაცხადებთ, რომ... სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიებთან ფარული, პარტიის ხელმძღვანელობისთვის კატეგორიულად მიუღებელი ურთიერთობის გამო ერთხმად გადაწყდა პარტიიდან მაია კახნიაშვილის, ლევან ჭანტურიძისა და კიდევ რამდენიმე პირის პარტიიდან გარიცხვა“, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც მმართველ პარტიაში აღნიშნავენ, ზემოთ აღნიშნული პირები მიმდინარე წლის 17 აპრილიდან „ქართული ოცნების“ წევრები აღარ არიან.

ყველა ახალი ამბავი
0