სურსათის ეროვნული სააგენტო: წინასააღდგომოდ საკონდიტრო ობიექტები აქტიურად გაკონტროლდება

© photo: press-service Food agency of Georgiaსაკონდიტრო საწარმოების შემოწმება
საკონდიტრო საწარმოების შემოწმება - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2021
გამოწერა
სააგენტო საცხობებისა და საკონდიტრო ობიექტების კონტროლს მთელი ქვეყნის მასშტაბით პერიოდულად ახორციელებს.

თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტო საცხობებისა და საკონდიტრო ობიექტების კონტროლს გაააქტიურებს, ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით შეამოწმებენ.

„მიმდინარე წელს 578 სახელმწიფო კონტროლი (ინსპექტირება, დოკუმენტური შემოწმება, გადამოწმება) განხორციელდა. სხვადასხვა დარღვევისთვის დაჯარიმდა 63 ობიექტი, მათ შორის, კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა 20 ბიზნეს-ოპერატორს“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

სააგენტოს ინფორმაციით, შემოწმებისას ძირითადად გამოვლინდა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, გამწოვი სისტემების გაუმართაობა და ბიზნეს-ოპერატორის რეგისტრაციის არარსებობა.

დაჯარიმებულ ობიექტებს განემარტათ მოთხოვნები, რომელთა დაკმაყოფილების შემდეგ უმეტესობამ უკვე განაახლა საქმიანობა.

წელს მართლმადიდებლური ეკლესია აღდგომის დღესასწაულს 2 მაისს აღნიშნავს.

ყველა ახალი ამბავი
0