კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

© Sputnik / Alexander Imedashviliადამიანები პირბადეებით
ადამიანები პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.792-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 297.728-ს მიაღწია.

თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1.792 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1.030 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე აჭარა, შემდეგ სამეგრელო–ზემო სვანეთია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: აჭარა – 164, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 163, იმერეთი – 96, შიდა ქართლი – 85, ქვემო ქართლი – 75, კახეთი – 63, გურია – 55, მცხეთა-მთიანეთი – 33, სამცხე-ჯავახეთი – 23, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 663 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 282.237-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობში გარდაიცვალა 10 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 3.959-ს მიაღწია.

ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2021
COVID-19 საქართველოში – 20 აპრილის მონაცემები

ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 11.506 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 3.270 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 1.793, აჭარაში – 420, იმერეთში – 390.

581 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 89 პირი, მათგან თბილისში – 63, აჭარაში – 7, იმერეთში – 9. კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 513 ადამიანი, მათ შორის 271 – თბილისში, 224 – აჭარაში. 7.723 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 308 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 276, ხოლო აჭარაში – 5.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 17.389 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 8.923 პირი, აჭარაში – 2.374, იმერეთში – 1.001.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.792-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 297.728-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0