COVID-19 საქართველოში – 20 აპრილის მონაცემები

© photo: AFP 2020 / Kirsty Wigglesworthლაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2021
გამოწერა
დადებითობის მაჩვენებელია: დღიური – 5,79%, ბოლო 14 დღის – 3,24%, ბოლო 7 დღის – 3,92%. ამჟამად სულ აცრილია 31.019 პირი, ერთ დღეში აცრილია – 810 ადამიანი.

თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.792-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 297.728-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 282.237 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 663), გარდაიცვალა – 3.959 (ბოლო 24 საათში – 10), კარანტინის რეჟიმშია 308, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3.270 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 513 ადამიანი იმყოფება.

ბოლო 24 საათში ჩატარებულია 30.940 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტი – 22.256, PCR–ტესტი – 8.684.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 5,79%, ბოლო 14 დღის – 3,24%, ბოლო 7 დღის – 3,92%.

ამჟამად სულ აცრილია 31.019 პირი, ერთ დღეში აცრილია – 810 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0