04:28 11 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1590
  • 100 RUB4.6231
  • USD3.4174
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
110 0 0

საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვა ტურისტული სეზონის დადგომასთან დაკავშირებით პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარებით არის განპირობებული.

თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. რიკოთის გვირაბში 21-24 აპრილს ღამის საათებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143-ე კილომეტრზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ყოველდღე, ღამის საათებში, გადაადგილებაზე შეზღუდვის მოქმედების პერიოდში - 21:00 სთ-დან 05:00 საათამდე იკრძალება.

დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში გზის ამ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალი იქნება.

რიკოთის გვირაბში ეს შეზღუდვა ტურისტული სეზონის დადგომასთან დაკავშირებით პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარებას უკავშირდება.

უწყების ცნობით, დროის აღნიშნულ პერიოდში, საავტომობილო გვირაბის ჩაკეტვის დროს, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადაერთვება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის რიკოთის გვირაბის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

მთავარი თემები