სააგენტო გელათის ტერიტორიაზე აღმოჩენილ ობიექტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

გელათი - Sputnik საქართველო, 1920, 19.04.2021
გამოწერა
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე აღმოჩენილი არტეფაქტების შენახვისას გულგრილობაში დაადანაშაულეს.

თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ სიცრუე უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოსდა გელათის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე არქეოლოგიური კვლევისას აღმოჩენილი არტეფაქტების მუზეუმში გადატანა დაფინანსების უქონლობის გამო ვერ მოხერხდა.

გუშინ რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე 2019 წელს ჩატარებული არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილი ისტორიული ობიექტები სათანადო წესით არ შეინახეს. ჟურნალისტების განცხადებით, გელათის მონასტრის ეზოში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ისტორიული არტეფაქტების მუზეუმში გადასატანად სახსრები ვერ გამოინახა და მათ ბრეზენტი გადააფარეს. 

გელათის მონასტერი - Sputnik საქართველო, 1920, 03.04.2021
გელათის სახურავის რესტავრაციის პროცესში დაშვებულ ხარვეზებს ექსპერტთა ჯგუფი შეისწავლის

წმინდა გიორგის ტაძრის მიმდებარედ ჩატარებული გათხრებისას ანტიკური ხანის, ადრეული შუასაუკუნეების, დავით აღმაშენებლის ეპოქისა და გვიანი შუასაუკუნეების არქიტექტურული ნაგებობები და არტეფაქტები დაფიქსირდა.  ეს არის ახალი წელთაღრიცხვის II-III საუკუნეების  დროინდელი ქვევრსამარხი, ადრეული შუასაუკუნეების (დაახლ: IX-X ს.ს.) მოზრდილი ქვებითა და დუღაბით ნაშენი დიდი ზომის სწორკუთხა ნაგებობა, რომელიც დავით აღმაშენებლის ეპოქაში სამეურნეო დანიშნულებით გადაკეთდა და განახლდა.

სააგენტოში აცხადებენ, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოსდა სათანადო წესით ობიექტების კონსერვაცია უსახსრობის გამო ვერ მოხერხდა, სინამდვილეს არ შეესაბამება.

 „პროცესი მოცემული ობიექტის შენარჩუნებისა და შემდგომი შესწავლის მიზნით განხორციელდა. კერძოდ, გელათის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიის ჩრდილოეთით 2019 წელს არქეოლოგიური კვლევისას გამოვლენილი ობიექტების სამეცნიერო შესწავლასთან ერთად, ნაგებობები აღირიცხა და ფოტოგრაფიულად დაფიქსირდა. აღმოჩენილი არტეფაქტები და კერამიკული მასალა კი ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალის სამუზეუმო ფონდებში 2019 წელსვე განთავსდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ არქეოლოგიური კვლევისას აღმოჩენილი ნაგებობები, დროებით ქვიშისა და მიწის ფენით, საერთაშორისოდ მიღებული საკონსერვაციო მეთოდოლოგიით რეკულტივირდა. ამასთან, სააგენტოს განმარტებით, ამავდროულად განათხარი არეალი ჰიდროლოგიურად გარკვეულ რისკს უქმნიდა წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის საძირკველსა და სტრუქტურას.

ყველა ახალი ამბავი
0