სამეგრელო-ზემო სვანეთში 27 საჯარო სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა

© Sputnik / STRINGER თერმოსკრინინგი სკოლებში
თერმოსკრინინგი სკოლებში - Sputnik საქართველო, 1920, 19.04.2021
გამოწერა
სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონი კორონავირუსის გავრცელების კუთხით, ერთ–ერთ „წითელ ზონად“ არის მიჩნეული

თბილისი, 19 აპრილი – Sputnik.  კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენის გამო სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 27 საჯარო სკოლა სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, ინფორმაციას ამის შესახებ სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციით, 19 აპრილიდან დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა სოფელ განმუხურის სკოლა.

ამასთან, 16 აპრილს  გამოვლებილი ინფიცირების შემთხვევების გამო, 19–30 აპრილამდე პერიოდში ონლაინ რეჟიმში იმუშავებს ზუგდიდის N4 საჯარო სკოლა. 

სწავლა და კორონავირუსი - Sputnik საქართველო, 1920, 18.04.2021
კორონავირუსის გავრცელება ქართულ სკოლებში - ახალი სტატისტიკა

დღეის მდგომარეობით, რეგიონის მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზეა სულ 27 სკოლა და 26 კლასი. გარდა ამისა, ვირუსის გავრცელების გამო რეგიონის მასშტაბით 20 საბავშვო ბაღი დაიხურა.

გასულ დღე–ღამეში სამეგრელო–ზემო სვანეთში კორონავირუსის 80 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოს სკოლებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა. გასულ სასწავლო კვირაში მთელი ქვეყნის მასშტაბით მონიტორინგის და სავალდებულო ტესტირების შედეგად კორონავირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,3%-ს და მოსწავლეთა 0,1%-ს დაუდასტურდა. შედარებისთვის, წინა კვირაში ვირუსი სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლების 0,2%-ს და მოსწავლეთა მხოლოდ 0,04%-ს გამოუვლინდა.

2019-2020 სასწავლო წლის დასაწყისისთვის საქართველოში 2313 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება იყო - 2086 საჯარო და 227 კერძო.

საქართველოში პანდემიის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან დღემდე ინფიცირების 295 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.

ნიკა ლატარია

ყველა ახალი ამბავი
0