20:02 20 ივნისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7754
  • 100 RUB4.3879
  • USD3.1681
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ავიამიმოსვლა საქართველოში (227)
62 0 0

კორონავირუსის პანდემიის შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რეისები ვილნიუსიდან და ვარშავიდან შესრულდა.

თბილისი, 19 აპრილი – Sputnik. ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტმა არსებობის მანძილზე პირველად მიიღო Airbus A321neo ტიპის ავიახომალდი, იუწყება საქართველოს აეროპორტების გაერთიანების პრეს-სამსახური. 

ოპერირება განაახლა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა, სადაც ვარშავიდან Wizz Air-ის პირველი რეისი შესრულდა.  თვითმფრინავმა Airbus A321neo საქართველოში 118 მგზავრი ჩამოიყვანა.

Airbus 321neo-ს ავიახომალდი პირველი პროექტია, რომელიც აერთიანებს უახლეს ტექნოლოგიებს – ახალი თაობის ძრავასა და ინდუსტრიაში არსებულ თვითმფრინავის სალონის დიზაინს. ის საწვავის 20%-ს ზოგავს და, წინა თაობის ავიახომალდებისგან განსხვავებით, მნიშვნელოვნად ამცირებს გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას. მასში დაახლოებით 50%-ით არის შემცირებული თვითმფრინავის ძრავის ხმაური. 

Airbus A321neo პირველად 2016 წელს გამოიყენეს. Pratt and Whitney‘s GTF-ის ძრავამ აჩვენა, რომ მას შეუძლია საწვავის მოხმარება 16%-ით, ხოლო აზოტის ოქსიდის გამოყოფა 50%-ით შეამციროს.

კორონავირუსის პანდემიის შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რეისები ვილნიუსიდან და ვარშავიდან შესრულდა. აპრილის თვეში რეისები კვირაში ერთი სიხშირით განხორციელდება. მაისიდან კი ავიაკომპანია Wizz Air რიგისა და დორტმუნდის რეისების აღდგენას გეგმავს. ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, სიხშირეების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება.

თემები:
ავიამიმოსვლა საქართველოში (227)

მთავარი თემები