09:03 14 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1366
  • 100 RUB4.6046
  • USD3.4283
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
41 0 0

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი კორონავირუსის გავრცელებით თბილისისა და აჭარის შემდეგ მესამე ადგილს იკავებს

თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. ბოლო 24 საათში სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით კორონავირუსით 1 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

60 წლამდე ქალი აბაშის მკვიდრია. ის ქუთაისის კოვიდკლინიკაში გადიოდა მკურნალობის კურსს.

რეგიონში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 73 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 62 ინფიცირებული.

სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში ამ ეტაპზე 265 ადამიანი მკურნალობს. მათგან 15-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 62 პირი, კორონავირუსი კი 73 პირს დაუდასტურდა.

რუხის კლინიკაში იმყოფება 149 კოვიდპაციენტი, ფოთის კლინიკაში – 40, აბაშის „ევექსის“ კოვიდკლინიკაში – 28 პაციენტი, სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ 48 პაციენტი.

რეგიონის საკარანტინო სივრცეებში 64 ადამიანი იმყოფება.

საქართველოს მასშტაბით ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა 818-ით გაიზარდა და კოვიდინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 295.358-ს მიაღწია. 

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 783 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 280.915-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობaში გარდაიცვალა 14 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 3.939-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

ნიკა ლატარია

მთავარი თემები