18:07 14 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1366
  • 100 RUB4.6046
  • USD3.4283
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
100 0 0

ამ ეტაპზე დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა 73 სკოლა, 187 ცალკეული კლასი და 133 პედაგოგი, რომელიც რისკ-ჯგუფს განეკუთვნება

თბილისი, 18 აპრილი – Sputnik. საქართველოს სკოლებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა. იუწყება განათლების სამინისტრო.

გასულ სასწავლო კვირაში მთელი ქვეყნის მასშტაბით მონიტორინგის და სავალდებულო ტესტირების შედეგად კორონავირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,3%-ს და მოსწავლეთა 0,1%-ს დაუდასტურდა. შედარებისთვის, წინა კვირაში ვირუსი სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლების 0,2%-ს და მოსწავლეთა მხოლოდ 0,04%-ს გამოუვლინდა.

უწყების მონაცემებით, სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება.

ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ სწავლებაზე 73 სკოლა, 187 ცალკეული კლასი და 133 პედაგოგი იმყოფება.

უწყების ცნობით, ინფიცირების თავიდან ასაცილებლად სკოლებში კიდევ უფრო გამკაცრდა უსაფრთხოებაზე კონტროლი.

2019-2020 სასწავლო წლის დასაწყისისთვის საქართველოში 2313 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება იყო - 2086 საჯარო და 227 კერძო.

მთავარი თემები