„ეს სერიალი არ მინახავს“: საქართველოში ცნობილი საკულტო საგის პერსონაჟები იპოვეს

© AP Photo / Chris Pizzello„სამეფო კარის თამაშები“ - გადამღები ჯგუფი დაჯილდოების ცერემონიაზე
„სამეფო კარის თამაშები“ - გადამღები ჯგუფი დაჯილდოების ცერემონიაზე - Sputnik საქართველო, 1920, 17.04.2021
გამოწერა
სასაცილოო, კრეატიული და მართლაც მიმსგავსებული - ჩვენ მოგვიყვებით, ვინ არიან ამერიკული სერიალ „სამეფო კარის თამაშების“ პერსონაჟების ქართველი ორეულები

თბილისი, 17 აპრილი - Sputnik. საქართველოში ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა, რასაც საზოგადოება აქტიურად განიხილავს, ორიგინალურად „გადაინაცვლა“ კინოსამყაროში, ხოლო ამ მოვლენების მთავარი ფიგურები ცნობილი სერიალ Game of Thrones-ის პერსონაჟების ორეულებად იქცნენ.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე პროტესტის ლიდერი ვარლამ გოლეთიანი „სამეფო კარის თამაშების“ გმირ ჯონ სნოუს მიამსგავსეს. სოციალური ქსელის მომხმარებლებმა ინტერნეტი მაშინვე ჯონის და ვარლამის ფოტოკოლაჯებით გაავსეს.
© photo: Ninia Yavelashvili / FBფოტოკოლაჟი - ჯონ სნოუ და ვარლამ გოლეთიანი
„ეს სერიალი არ მინახავს“: საქართველოში ცნობილი საკულტო საგის პერსონაჟები იპოვეს - Sputnik საქართველო, 1920, 17.04.2021
ფოტოკოლაჟი - ჯონ სნოუ და ვარლამ გოლეთიანი

მაგრამ ვარლამი, რომელსაც ეს სერიალი არ უნახავს, ამ ყველაფერს ყურადღებას არ აქცევს.

„არა მხოლოდ მე, პროტესტში ჩართული ყველა პირს ამსგავსებენ ვიღაც პერსონაჟებს. ეს მსგავსებები და დამთხვევები ჩემთვის ცოტა სასაცილოა. სამწუხაროდ, ეს სერიალი არ მინახავს“, - აცხადებს ვარლამ გოლეთიანი.

აღსანიშნავია, რომ ვარლამის გარდა, „სამეფო კარის თამაშების“ გმირებს მიამსგავსეს მისი რამდენიმე თანამოაზრე და დედა, რომელიც საპროტესტო აქციებზე შვილს გვერდში უდგას.

© photo: Ninia Yavelashvili / FBფოტოკოლაჟი კეიტილინ სტარკი ვარლამ გოლეთიანი და ვარლამის დედა
„ეს სერიალი არ მინახავს“: საქართველოში ცნობილი საკულტო საგის პერსონაჟები იპოვეს - Sputnik საქართველო, 1920, 17.04.2021
ფოტოკოლაჟი კეიტილინ სტარკი ვარლამ გოლეთიანი და ვარლამის დედა

სოციალური ქსელების გონებამახვილი მომხმარებლები ამაზე არ გაჩერებულან და მათმა მახვილმა თვალმა სერიალის სხვა პერსონაჟების ორეულებიც აღმოაჩინა ხელისუფლებაში, პარლამენტში, მინისტრებს შორის. ასე მაგალითად, ორეული მოუძებნეს ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას (სერსეა ლანისტერი), პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს (რამსეი ბოლტონი), კულტურის მინისტრ თეა წულუკიანს (ჯოფრი ბარათეონი), ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს (იაკენ ჰგარი), პარტია „ლელს“ ლიდერს მამუკა ხაზარაძეს (ტაივინ ლანისტერ), პარტია „მოქალაქეების“ ლიდერს ალეკო ელისაშვილს (პეტირ ბეილიში), „გირჩის“ ლიდერს იაგო ხვიჩიას (სტანის ბარათეონი), პოლიტიკოს ელენე ხოშტარიას (ბრიენა ტარტი) და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს ქრისტიან დანიელსონს, რომელიც საქართველოში პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად ჩამოდიოდა (ჯორაჰ მორმონტი).

© photo: Ninia Yavelashvili / FBფოტოკოლაჟი სემველ ტარლი და ლევან რატიანი
„ეს სერიალი არ მინახავს“: საქართველოში ცნობილი საკულტო საგის პერსონაჟები იპოვეს - Sputnik საქართველო, 1920, 17.04.2021
ფოტოკოლაჟი სემველ ტარლი და ლევან რატიანი

საქართველოს უმდიდრესი ადამიანი ბიძინა ივანიშვილი წყვდიადის მბრძანებელს შეადარეს:

© photo: Ninia Yavelashvili / FBფოტოკოლაჟი ბიძინა ივანიშვილი და წყვდიადის მბრძანებელი
„ეს სერიალი არ მინახავს“: საქართველოში ცნობილი საკულტო საგის პერსონაჟები იპოვეს - Sputnik საქართველო, 1920, 17.04.2021
ფოტოკოლაჟი ბიძინა ივანიშვილი და წყვდიადის მბრძანებელი

საქართველოს ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია - დრაკონი:

© photo: Ninia Yavelashvili / FBფოტოკოლაჟი დრაკონი და გიორგი გახარია
„ეს სერიალი არ მინახავს“: საქართველოში ცნობილი საკულტო საგის პერსონაჟები იპოვეს - Sputnik საქართველო, 1920, 17.04.2021
ფოტოკოლაჟი დრაკონი და გიორგი გახარია

თბილისის მერი კახა კალაძე - ობერინ მარტელს მიამსგავსეს:

© photo: Ninia Yavelashvili / FBფოტოკოლაჟი ობერინ მარტელი და კახა კალაძე
„ეს სერიალი არ მინახავს“: საქართველოში ცნობილი საკულტო საგის პერსონაჟები იპოვეს - Sputnik საქართველო, 1920, 17.04.2021
ფოტოკოლაჟი ობერინ მარტელი და კახა კალაძე

არ დაავიწყდათ თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი და პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე. ეს უკანასკნელი შეადარეს ჯორჯ რ.რ. მარტინს, რომლის რომანის „ყინულისა და ცეცხლის სიმღერა“ საფუძველზეც გადაიღეს ეს სერიალი.

© photo: Ninia Yavelashvili / FBფოტოკოლაჟი ჯორჯ რ.რ. მარტინი და ედუარდ შევარდნაძე
„ეს სერიალი არ მინახავს“: საქართველოში ცნობილი საკულტო საგის პერსონაჟები იპოვეს - Sputnik საქართველო, 1920, 17.04.2021
ფოტოკოლაჟი ჯორჯ რ.რ. მარტინი და ედუარდ შევარდნაძე

ამასთან, მხიარული კოლაჟების ავტორებმა ინკოგნიტოდ დარჩენა ამჯობინეს.

„სამეფო კარის თამაშები" (Game of Thrones) - ფენტეზის ჟანრის სერიალი, რომელიც ტელეარხ HBO-თვის არის გადაღებული. პირველი სეზონის პრემიერა აშშ-ში 2011 წელს შედგა. „თამაშების“ მოქმედება ვითარდება გამოგონილ სამყაროში, რომელიც მიმსგავსებულია შუა საუკუნეების ევროპას, სადაც შვიდი სამეფოს რკინის ტახტისთვის რამდენიმე გავლენიანი ოჯახი იბრძვის. სერიალში ასევე სხვადასხვა ფანტასტიკური არსებები არიან.

ტელესერიალმა მაყურებლების მაღალი შეფასებები დაიმსახურა, ხოლო საგის ირგვლივ ფანების უზარმაზარი საზოგადოება შეიქმნა.

ყველა ახალი ამბავი
0