კორონავირუსი სამეგრელო-ზემო სვანეთში: რეგიონის კლინიკებში 253 პაციენტი მკურნალობს

© Sputnik / STRINGERსასწრაფო დახმარება ზუგდიდის რაიონში
სასწრაფო დახმარება ზუგდიდის რაიონში - Sputnik საქართველო, 1920, 17.04.2021
გამოწერა
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების მიხედვით თბილისის და აჭარის შემდეგ მესამე ადგილს იკავებს

თბილისი, 17 აპრილი - Sputnik. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით კორონავირუსი  123 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 66 ადამიანი.

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საკარანტინე სივრცეში 104 პირი იმყოფება.

რეგიონის კოვიდ კლინიკებში მყოფთა რაოდენობა სულ  253 პაციენტს შეადგენს.

კორონავირუსის ეპიდემია - Sputnik საქართველო, 1920, 17.04.2021
კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

რუხის კლინიკაში  140 კოვიდ-პაციენტი მკურნალობს, მათ შორის მძიმეა 12. 

ფოთის კლინიკაში  40 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის მძიმე 3 პაციენტია.

აბაშის „ევექსის“ კოვიდ კლინიკაში 27 პაციენტი იმყოფება.

სენაკში „ლაზიკა მედიში“ კი  - 46 პაციენტი.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.219-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 294.540-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

ყველა ახალი ამბავი
0