ალმათი–ბათუმი: ავიაკომპანია Air Astana საქართველოში სეზონურ ფრენებს იწყებს

© photo: Sputnik Air Astana
 Air Astana  - Sputnik საქართველო, 1920, 16.04.2021
გამოწერა
საქართველოსა და ყაზახეთს შორის რეგულარული ავიარეისები მაისის შუა რიცხვებიდან ოქტომბრის ბოლომდე პერიოდში კვირაში სამჯერ შესრულდება.

თბილისი, 16 აპრილი – Sputnik. ყაზახური ავიაკომპანია Air Astana სეზონურ ფრენებს 15 მაისიდან შეასრულებს, ნათქვამია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ქუთაისის აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 14.04.2021
ქუთაისის აეროპორტის გადამყვანი კომპანიები ავიარეისების მგზავრებს უფასოდ მოემსახურებიან

30 ოქტომბრამდე ავიარეისები ალმათი–ბათუმი–ალმათის მიმართულებით კვირაში სამჯერ – ორშაბათს, ოთხშაბათსა და შაბათს განხორციელდება.

ავიაკომპანიამ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსგან რეგულარულ ფრენებზე ნებართვა უკვე მიიღო.

საქართველოსა და ყაზახეთს შორის ავიამიმოსვლა 16 მარტიდან განახლდა – ალმათი–თბილისი–ალმათის მიმართულებით ფრენები კვირაში სამჯერ ხორციელდება.

დღეისათვის საქართველოს მიმართულებით სხვადასხვა ავიაკომპანია კვირაში 70 ავიარეისს ასრულებს, ზაფხულისთვის კი მათი რაოდენობა 200-მდე გაიზრდება. შედარებისათვის, 2020 წლის აგვისტოში კვირაში 12 რეისი სრულდებოდა.

საქართველოში რეგულარული საერთაშორისო ავიამიმოსვლა მიმდინარე წლის 1 თებერვლიდან განახლდა.

სააგენტოს განმარტებით, ეპიდვითარებიდან გამომდინარე, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარიული მოთხოვნები, რაც აისახება სხვადასხვა ავიაკომპანიების მხრიდან საჰაერო მიმოსვლის დაწყების ან განახლების გადაწყვეტილების მიღებაზე.

უწყება მოქალაქეებს მოუწოდებს, მოგზაურობის დაგეგმვისას გამოიჩინონ სიფრთხილე, ყურადღებით გაეცნონ დანიშნულების ქვეყნის მიერ დაწესებულ სასაზღვრო და სანიტარიულ რეგულაციებს, ავიაკომპანიების შეტყობინებებს, ოფიციალურ წყაროებზე განთავსებულ განცხადებებსა და განრიგებს.

ყველა ახალი ამბავი
0