Glovo–ს, Wolt–ისა და Bolt Food–ის კურიერები „ნამახვანჰესის“ მშენებლობას აპროტესტებენ

© photo: Mtsvaneebi / FBაქცია
აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 15.04.2021
გამოწერა
„ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით საზოგადოებაში ვნებათაღელვა არ წყდება – საპროტესტი აქციას სულ უფრო მეტი ადამიანი უერთდება

თბილისი, 15 აპრილი – Sputnik. „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ სოლიდარობის აქცია თბილისში მიწოდების სერვისის კომპანიების Glovo–ს, Wolt–ისა და Bolt Food–ის კურიერებმა გამართეს. 

აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 15.04.2021
„ნამახვანჰესთან“ დაკავშირებულ აქციაზე ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით ექვსი პირი დააკავეს

ფილარმონიის შენობასთან აქცია შუადღით დაიწყო. აქციის მონაწილეები გამოვიდნენ მოწოდებით „არა ნამახვანჰესს“, „ქართული მიწა არ იყიდება“. მათ საპროტესტო მსვლელობა რუსთაველის გამზირზე გამართეს.

საპროტესტო აქცია ამ დრომდე გრძელდება სოფელ გუმათში, სადაც დილიდან იკრიბებიან აქტივისტები. ისინი პოლიციასთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ, რომელიც მათ სოფელ ნამოხვანისკენ არ უშვებს – პოლიციამ „გუმათჰესთან“ რკინის  ღობე დაამონტაჟა - ძალოვანებმა ამ ფორმით გადაუკეტეს გზა დემონსტრანტებს, რომლებიც „ნამახვანჰესის“ კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ გამოდიან.

„რიონის ხეობის მცველები“ 172–ე დღეა „ნამახვანჰესის“ მშენებლობას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, შეწყდეს ჰესის მშენებლობა და ინვესტორმა ხეობა დატოვოს. გარდა ამისა, აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხები რეფერენდუმის გზით გადაწყდეს.

აქციის მონაწილეები უარს აცხადებენ საქართველოს ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასთან მოლაპარაკებების გამართვაზე და პროცესში პრემიერ ღარიბაშვილის ჩართვას მოითხოვენ. 

საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 15.04.2021
პროტესტი და შეთავაზება – „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებული სკანდალი გრძელდება

გუშინ მხარეებს შორის მედიატორის როლის შესრულებაზე მზაობა გამოთქვა საქართველოს საპატრიარქომ.

 „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები ნახევარი წლის წინ დაიწყო.  აქციის მონაწილეები მოითხოვენ, შეწყდეს ჰესის მშენებლობა, ხელისუფლებამ კი თურქულ კომპანია Enka-სთან კონტრაქტი გააუქმოს. საკუთარი პოზიციის გასამყარებლად მომიტინგეები საუბრობენ გარემოზე ჰესის დამანგრეველ ზემოქმედებასა და საეჭვო გარიგებაზე ინვესტორთან. პასუხად საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რიმ მშენებლობას ექვსი თვით შეაჩერებენ, რათა კიდევ ერთხელ მოხდეს პროექტის გადამოწმება, თუმცა კონტრაქტის გაუქმებას არ აპირებენ.

თავის მხრივ, კომპანია ENKA-ს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ „ნამახვანჰესის“ კასკადის პროექტი სრულიად უსაფრთხოა, გარდა ამისა, თურქული კომპანიის წარმომადგენელმა ელენე ღუბიანურმა განაცხადა, რომ პროექტზე 1600 ადგილობრივი მაცხოვრებელი დასაქმდება.

„ნამახვანჰესის“ კასკადმა მდინარე რიონზე უნდა დააკავშიროს ორი ჰიდროელექტროსადგური  – 333 მგვტ სიმძლავრის „ქვემო ნამახვანი“ და 100 მგვტ სიმძლავრის  „ზემო ნამახვანი“.

ყველა ახალი ამბავი
0