მომწამვლელი CO: ბოლო ხუთ წელში თბილისში 150 ადამიანი გარდაიცვალა

© photo: Sputnik / Stringerგაზქურა
გაზქურა - Sputnik საქართველო, 1920, 15.04.2021
გამოწერა
გარემოში CO-ს 0,5 პროცენტით დაგროვება 20–30 წუთში ახდენს ადამიანზე სასიკვდილო ზემოქმედებას, ხოლო 1 პროცენტის შესუნთქვისას 1-2 წუთში იწვევს სიკვდილს, აცხადებენ კომპანიაში

თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში  ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად თბილისში 150 ადამიანი გარდაიცვალა, იუწყება  გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯი“ (Tbilisi Energy).
კომპანიის ინფორმაციით, დედაქალაქის მცხოვრებლები ხშირად არ ითვალისწინებენ სპეციალისტების რეკომენდაციებს, რის გამოც მოქალაქეები ბუნებრივი აირის გაჟონვის მსხვერპლი ხდებიან. 

გაზქურა - Sputnik საქართველო, 1920, 08.02.2020
თბილისში აღკვეთეს აფეთქება გაზის გაჟონვის გამო

„ბოლო სამი კვირის განმავლობაში თითქმის ყოველდღე ფიქსირდება უსაფრთხოების წესების სრული უგულვებელყოფით გამოწვეული შემთხვევები,  მათ შორის CO-თი ინტოქსიკაცია და  გარდაცვალების ფაქტები. ბოლო თვეში 23 ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან სამი კი ფატალურად, მსხვერპლით დასრულდა“, – აღნიშნავენ კომპანიაში.

გაზის დანადგარების უსაფრთხოდ გამოყენების საკითხი საქართველოში მეტად აქტუალურია. საცხოვრებელ სახლებში უკვე წლებია, აღარ მოქმედებს ცენტრალური გათბობა და მოსახლეობა სხვადასხვა ელექტრო- და გაზის გამათბობლებით სარგებლობს. ხშირად ეს კუსტარული დანადგარებია.

„თბილისი ენერჯი“ მოსახლეობას აფრთხილებს, რომ კუსტარულად და თვითნებურად დამონტაჟებული გაზის დანადგარები, განსაკუთრებით ღია წვის კამერით, საშიშია სიცოცხლისთვის. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ქარის დროს მხუთავი აირის (CO) დაგროვების საფრთხე 10-ჯერ იმატებს.

გაზგამანაწილებელი კომპანია კიდევ ერთხელ შეახსენებს მოსახლეობას გაზის უსაფრთხო გამოყენების წესებს – სახლიდან გასვლის წინ არ დატოვონ გაზის ონკანები ღია მდგომარეობაში და ყურადღება მიაქციონ გაზზე მომუშავე დანადგარების მუშაობას.

ყველა ახალი ამბავი
0