02:57 12 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1656
  • 100 RUB4.6357
  • USD3.4271
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
43 0 0

ამ დრომდე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისთვის საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსვლისას ჯერ 14-დღიანი, შემდეგ კი 5-დღიანი კარანტინის წესი მოქმედებდა.

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის მოქმედ რეგულაციებს ცვლის – ხუთდღიანი კარანტინის ნაცვლად ისინი ტესტირებას დაექვემდებარებიან.

აღნიშნული ნორმა 19 აპრილიდან ამოქმედდება.

ანტიგენზე ტესტის ჩატარებასთან ერთად, ამ რეგიონების მცხოვრებლებს, რომლებიც მიეკუთვნებიან იმ ასაკობრივ კატეგორიებს, რომელთაც ვაქცინის გაკეთება შეუძლიათ, სურვილის შემთხვევაში შესაძლებლობა ეძლევათ იმუნიზაციის პროცესში ჩაერთონ. 

იმ პირებს, რომლებიც კორონავირუსი საწინააღმდეგო ვაქცინის ორ დოზას გაიკეთებენ, საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსვლისას ტესტის ჩატარება აღარ დასჭირდებათ.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ვაქცინაციის გაფართოების გეგმა წარადგინა.

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მოსახლეობისთვის, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე გადმოდიოდნენ, ადრე 14-დღიანი კარანტინის წესი მოქმედებდა, რომელიც მოგვიანებით 5-დღიანი ვადით შეიცვალა. მოქალაქეების გარკვეული კატეგორიისთვის – პენსიონერებისთვის, სოციალურად დაუცველებისთვის, მრავალშვილიანი ოჯახებისა და შშმ პირებისთვის კი ახლა სავალდებულო კარანტინი საერთოდ უქმდება.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭო კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, სწორად ატარონ პირბადე, დაიცვან სოციალური დისტანცია და მოერიდონ თავშეყრის ადგილებს.

მთავარი თემები