Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ამ კომპანიაში გავატარე 12 წელი...“ – რატომ გაუშვეს სამსახურიდან ხატია შამუგია

© courtesy of Khatia Shamugiaხატია შამუგია
ხატია შამუგია - Sputnik საქართველო, 1920, 14.04.2021
გამოწერა
ხატია შამუგიამ გაამხილა, რატომ აღარ არის ერთ-ერთი ცნობილი კომპანიის სახე, სადაც ცხოვრების 12 წელი გაატარა.

პარფიუმერიის ჯადოსნური სამყარო ცნობილი პიარ-ტექნოლოგის ხატია შამუგიას გარეშე საქართველოში წარმოუდგენელია. ის წლების მანძილზე იყო კომპანია „ისი პარის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თუმცა 12-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ სამსახურიდან გაუშვეს.

სამსახურიდან უსაფუძვლოდ გათავისუფლების მიზეზებზე ისაუბრა ხატიამ გადაცემაში „მხოლოდ ლელასთან”.

„ერთად გავიზარდეთ მე და ეს კომპანია. მართლა ბევრი რაღაც გავაკეთე ამ კომპანიაში. 12 წელი ანაზღაურების გამო ვერ იმუშავებ. ძალიან მიყვარდა ეს კომპანია. სამსახურივით არ იყო ჩემთვის. ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, რომელთანაც ყველაზე ახლოს ვიყავი, მან მითხრა, სხვა ფორმატში უნდა გავაგრძელოთ შენთან ურთიერთობაო. თუმცა არ დავინტერესებულვარ”, – განაცხადა ხატია შამუგიამ ლელა წურწუმიას გადაცემაში სტუმრობისას.

ხატიამ გადაცემაში სტუმრობისას ისიც თქვა, რომ ის ფეხზე ხალხის გამოხმაურებამ წამოაყენა, რომელიც მისი სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ გავრცელებულ ინფორმაციას მოჰყვა.

„მივხვდი, 43 წელი ტყუილად არ მიცხოვრია. საერთოდ დამავიწყდა ეს კომპანია. ისეთი კომენტარები და სითბო იყო ადამიანებისგან”, – განაცხადა ხატიამ.

ხატია შამუგიამ ცოტა ხნის წინ სოციალური ქსელის პირად გვერდზე ახალი სამსახურის შესახებ დაწერა. ის პრესტიჟული სტომატოლოგიური დაწესებულების „კახა ხარებავას კლინიკის” პიარის და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს უხელმძღვანელებს.

ყველა ახალი ამბავი
0