სამეგრელოში ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება

© Government of Georgia photo: Government of Georgia / FBლაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 14.04.2021
გამოწერა
ბოლო მონაცემებით, რეგიონის მასშტაბით კორონავირუსი 32-მა პაციენტმა დაამარცხა, საკარანტინო სივრცეში კი 89 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსი 120 ადამიანს დაუდასტურდა, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი. 

ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 14.04.2021
COVID-19 საქართველოში – 14 აპრილის მონაცემები

სამხრეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამეგრელოს კოვიდ-კლინიკებში 233 პაციენტია მოთავსებული, მათგან ათი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. 

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 115 კოვიდ-პაციენტი გადის, შვიდი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ფოთის კლინიკაში იმყოფება 40 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის მძიმე სამი პაციენტია. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ოთხი პაციენტი მკურნალობს. აბაშის „ევექსის“ კოვიდ–კლინიკაში 28 პაციენტი მკურნალობს. სენაკის „ლაზიკა მედიში“ – 50 პაციენტი.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 761-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 286.406-ს მიაღწია.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია

 

ყველა ახალი ამბავი
0