Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ნუკა კვალიაშვილს ხელი ორიგინალურად სთხოვეს – ნახეთ ვინ არის მისი ახალი რჩეული – ვიდეო

© Photo: Nuka Kvaliashvili / FBნუკა კვალიაშვილი ეკა კვალიაშვილი
ნუკა კვალიაშვილი ეკა კვალიაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 14.04.2021
გამოწერა
ორიგინალური და ექსტრავაგანტული მომღერალი კვლავ შეყვარებულია. ნახეთ ვინ არის ნუკა კვალიაშვილის ახალი რჩეული.

მომღერალი ნუკა კვალიაშვილი გათხოვდა. ეს სიახლე მომღერლის „ფეისბუქიდან“ გავრცელდა, სადაც აიტვირთა ვიდეო, როგორ სთხოვს ხელს აეროპორტში მისი რჩეული გოჩა გელაშვილი. „მე, ვისაც ცხოვრებაში არავისთვის დამიჩოქია, გიჩოქებ”, – ეუბნება ნუკას საქმრო და ხელს სთხოვს.

 

ეს ნუკას მეორე ქორწინებაა. მომღერალი ნუკა კვალიაშვილი პირველ მეუღლეს ნიკუშა კობახიძეს 12-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში თავად დაწერა. ინტერვიუებში მომღერალი ამბობდა, რომ წყვილი ერთმანეთს ვერ შეეწყო.

ნუკა კვალიაშვილი საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ გაიცნო. ორიგინალური გარეგნობით კონკურსზეც გამოირჩეოდა, მაგრამ ახლა იმიჯი რადიკალურად შეიცვალა და ანიმაციის ულამაზეს გმირს დაემსგავსა.

ნუკა გვალიას სახელითა და გვარით სცენაზე 2013 წელს გამოჩნდა. „რუსთავი 2“-ის რეიტინგულ პროექტში „საქართველოს ვარსკვლავი“ მის პირველ შესრულებას დიდი დაინტერესება და გამოხმაურება მოჰყვა.

გოგონას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. იმ პერიოდში ნუკა შეყვარებული იყო. მისი რჩეული ნიკუშა კობახიძე თინეიჯერობისას გაიცნო. თანატოლებს შორის წყვილი საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობდა, მაგრამ ურთიერთობამ კონკურსის და ნუკას პოპულარობის შემდეგ გარდატეხა განიცადა. ნუკას და ნიკას თანაცხოვრებიდან ორი ვაჟი გაუჩნდათ – ლუკა და სანი.

ტაბლოიდებთან ნუკა აღნიშნავს, რომ არც ერთი ფსიქოლოგი ან ანტიდეპრესანტი არ შველის ისე, როგორც გარეგნობაში ცვლილება. ვარდისფერ თმას ლურჯი ცვლის, ლურჯს მწვანე ენაცვლება, მწვანეს – ქერა, ქერას – შავი და ასე დაუსრულებლად, პირსინგებისა და ტატუების მომრავლებით.

ორიგინალური და ექსტრავაგანტული გარეგნობის მქონე მომღერალი ანიმაციებითაა გატაცებული. მის სოციალურ ქსელში მითოლოგიური გმირები ჭარბობენ, რომლებსაც ცდილობს დაემსგავსოს. გარდა ამისა, უყვარს სიგამხდრე და მაქსიმალურად ცდილობს წონა შეინარჩუნოს.

ყველა ახალი ამბავი
0