COVID-19 საქართველოში – 14 აპრილის მონაცემები

© photo: Sputnik / Evgeniy Epanchintsev / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 14.04.2021
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 278.683 ადამიანი, გარდაიცვალა – 3.901, კარანტინის რეჟიმშია 162, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 2.546 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 338 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 14 აპრილი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.085-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 291.214-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 278.683 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 432), გარდაიცვალა – 3.901 (ბოლო 24 საათში – 7), კარანტინის რეჟიმშია 162, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 2.546 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 338 ადამიანი იმყოფება.

ბოლო 24 საათში ჩატარებულია 35.863 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 23.896, PCR–ტესტით – 11.967.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 3,03%, ბოლო 14 დღის – 2,56%, ბოლო 7 დღის – 2,67%.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0