20:47 11 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1590
  • 100 RUB4.6231
  • USD3.4174
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ვნებათაღელვა „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით (49)
165 0 0

რადგან მომიტინგეთა კონსტიტუციური უფლებები ირღვევა, მაშინ კომპანიის თანამშრომლებიც თავიანთი მანქანებით ნამახვანში ვერ მოხვდებიან, განაცხადა აქციის ორგანიზატორმა

თბილისი, 13 აპრილი - Sputnik. რიონის ხეობაში, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინაარმდეგ გამართულ საპროეტსტო აქციაზე ხმაური იყო.

საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომელებიც ნახევარ წელზე მეტია „ნამახვანჰესის“ მშენებლობის შეჩერებას მოითხობვენ, შეიკრიბნენ თურქული კომპანია „ენკას“ ბაზასთან, რომელიც ხეობაში ჰესის სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს.

აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს და განაცხადეს, რომ კომპანია „ენკას“ მანქანებს არ გაატარებდნენ. მომიტინგეებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაც სწორედ კომპანიის მანქანების გამოჩენას მოჰყვა.

აქციის ორგანიზატორის, „რიონის ხეობის მცველის“ ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც კომპანიის მანქანები ხეობისკენ დაიძრა. პოლიცია გზის გათავისუფლებას შეეცადა, ჭყლეტვის შედეგად ერთი აქტივისტი ჩავარდა იქვე გასათბობად დანთებულ ცეცხლში, თუმცა მას სხვა მონაწილეები მიეშველნენ და დროულად ამოიყვანეს.

მისი თქმით, ადგილზე დააკავეს 10 აქტივისტი, ხოლო რამდენი ადამიანი დაშავდა, მას ინფორმაცია ჯერჯერობით არ აქვს.

ამ დროისთვის სიტუაცია განიმუხტა და მომიტინგეები ბრუნდებიან გუმათში, სადაც სოფელ ნამოხვანიდან გადატანილი კარვები აქვთ გაშლილი.

„ნამახვანჰესის“ კასკადის მშენებლობის პროექტის წინააღმდეგ პროტესტი 6 თვის წინ დაიწყო. აქციის მონაწილეები მშენებლობის შეწყვეტას და თურქული კომპანია ENKA-სთან გაფორმებული კონტრაქტის მოშლას მოითხოვენ. მომიტინგეები მიიჩნევენ, რომ ჰესი გარემოზე დამანგრეველ ზემოქმედებას მოახდენს. ხელისუფლება აცხადებს, რომ პროექტის ძირითადი სამუშაოები 6 თვით შეჩერდება, რათა პროექტის ხელახალი გადამოწმება მოხდეს, მაგრამ კონტრაქტის გაწყვეტას არ აპირებს.

პოლიციამ კარვების აღების მიზეზად რიონის მოსალოდნელი ადიდება დაასახელა, რაც მომიტინგეებს საფრთხეს შეუქმნიდა. გარდა ამისა, 10 აპრილს რიონში აქციის ერთ-ერთი მონაწილე გაუჩინარდა, რომლის სამძებრო სამუშაოები დღემდე მიმდინარეობს. პოლიციამ ისიც განაცხადა, რომ კარვები მათ საძიებო სამუშაოების განხორციელებაში ხელს უშლიდა.

დღესვე მომიტინგეებთან ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელი გავიდა, რომლის თქმით, გზა მაშინ გაიხსნება, როდესაც მეტეოროლოგიური პირობები გაუმჯობესდება და რიონში დაკარგულ მამაკაცს იპოვიან.

პოლიციის თქმით, აქტივისტები კომპანია ENKA-ს თანამშრომლებისთვის საფრთხეს წარმოადგენენ.

თემები:
ვნებათაღელვა „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით (49)

მთავარი თემები