19:47 11 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1590
  • 100 RUB4.6231
  • USD3.4174
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
125 0 0

ზემო იმერეთისა და რაჭის დამაკავშირებელი 51 კილომეტრამდე სიგრძის გზა საჩხერიდან იწყება, შვიდ სოფელს გაივლის და ამბროლაური–ონის გზას შეუერთდება.

თბილისი, 13 აპრილი - Sputnik. ზემო იმერეთი და რაჭა ახალი უმოკლესი გზით დაუკავშირდებიან ერთმანეთს, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

ამ ეტაპზე 51–კილომეტრიანი გზის მშენებლობა–რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. გზა საჩხერიდან იწყება და გაივლის სოფლებს – სარეკს, ქვემო ხევს, უზუნთას, შქმერს, ბოყვას, კვაშხიეთსა და ზუდალს. საბოლოოდ გზა შეუერთდება ამბროლაური–ონის გზას. ეს წერტილი ქალაქ ამბროლაურიდან დაშორებულია 20 კმ-ით, ხოლო ქალაქ ონიდან – 5 კმ-ით. 


გზის დიდი ნაწილი ფაქტობრივად დაუსახლებელ ტყიან ზონაში მდინარე ხეორის ხეობაში გადის და ზღვის დონიდან 1000-1500 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. აღნიშნული გზა აქამდე გრუნტის იყო, პროექტის ფარგლებში კი გზის სრული რეაბილიტაცია მოხდება და ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება.

პროექტის დასრულება 2021 წლის ბოლოსთვის იგეგმება.

ზემო იმერეთი–რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა ძალიან მნიშვნელოვანია სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით, აღნიშნავენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

საჩხერიდან ონში მგზავრობის დრო ამჟამად დაახლოებით 2 საათს შეადგენს, ახალი გზით ზემო იმერეთიდან რაჭამდე მგზავრობის დრო კი მინიმუმ ერთი საათით შემცირდება.

პროექტის განხორციელების შემდეგ საჩხერე–ონის გზა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება და გაცილებით უსაფრთხო იქნება.  1,5 საათით შემცირდება თბილისიდან ონში მგზავრობის დროც – დედაქალაქიდან რაჭაში ჩასვლას 6 საათის ნაცვლად, 4,5 საათი დასჭირდება.

ახალი დამაკავშირებელი გზა გამოაცოცხლებს ლეჩხუმისა და რაჭის რეგიონებს და მათ განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, აღნიშნავენ უწყებაში.

პროექტის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 111.165.310 ლარია.

მთავარი თემები