საქართველოს სამხედრო აეროდრომის მოდერნიზებაში თურქეთი აქტიურად მონაწილეობს

© photo : press-service of the Ministry of Defence of Georgiaთურქეთმა საქართველოს სპეცტექნიკა გადასცა
თურქეთმა საქართველოს სპეცტექნიკა გადასცა - Sputnik საქართველო, 1920, 13.04.2021
გამოწერა
2021 წლის დასაწყისში საქართველომ თურქეთისგან საჩუქრად ლაზერული მანძილმზომები და საინჟინრო მოწყობილობები მიიღო.

თბილისი, 13 აპრილი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის ძალებმა ორ ქვეყანას შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში თურქეთიდან ორი მიკროავტობუსი და სხვადასხვა სახის სპეცტექნიკა მიიღო, იუწყება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.

სხვადასხვა სახის სპეცაღჭურვილობა და სააეროდრომო დამხმარე საშუალებები მარნეულის აეროდრომის მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებისკენაა მიმართული. 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე ლელა ჩიქოვანი და ლიეტუვას თავდაცვის მინისტრის მოადგილე მარგირის აბუკევიჩიუსი - Sputnik საქართველო, 1920, 10.04.2021
საქართველოს და ლიეტუვას თავდაცვის უწყებებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა

2020 წლის ბოლოს თურქეთმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 100 მლნ ლირის (41,6 მლნ ლარი) ოდენობის გრანტი გამოუყო. გრანტი ორ ქვეყანას შორის სამხედრო–ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში გაიცა, რომელიც ითვალისწინებს სამხედრო დანიშნულების საქონლისა და მომსახურების შეძენას, სასურველია თურქეთში მოქმედი კომპანიებისაგან. შეთანხმების თანახმად, თანხების ათვისება 5 წლის განმავლობაში უნდა მოხდეს და იგი კონკრეტულ პროექტებს უნდა მოხმარდეს. 

„თურქეთის ელჩთან ერთად ვესწრებით თავდაცვის სამინისტროსთვის ტექნიკის გადაცემის ცერემონიას, რომელიც 2019 წელს დამტკიცებული გრანტის ფარგლებში განხორციელდა. ჩვენ, ფაქტობრივად, ავითვისეთ ყველა ის გრანტი, რომელიც უნდა აგვეთვისებინა და ისინიც, რომლებიც 2007 წლიდან არ ყოფილა ათვისებული. ეს ჩვენი პარტნიორების მხრიდან კიდევ უფრო მეტი დახმარების მიღებისა და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობას გვაძლევს“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

მარნეულში, შერეული საავიაციო ესკადრილიის ბაზაზე ახალი სპეცტექნიკის გადაცემის ღონისძიებას საქართველოში თურქეთის ელჩი ფატმა ჯერენ იაზგანი, თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო სარდალი, პოლკოვნიკი სერგო ნინუა და თურქეთის რესპუბლიკის სამხედრო ატაშე და ატაშატის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სამხედრო თანამშრომლობის სფეროში არსებული გრანტის ფარგლებში 2020 წლის ნოემბერში თურქეთმა საქართველოს თავდაცვის ძალებს 35 ავტობუსი და 12 ერთეული დაჯავშნული ექსკავატორ-დამტვირთავი გადასცა.

ყველა ახალი ამბავი
0