ქართველი რეინჯერი მსოფლიოს 10 საუკეთესო რეინჯერთა შორის მოხვდა

© courtesy of Lagodekhi Protected Areasლაგოდეხი
ლაგოდეხი - Sputnik საქართველო, 1920, 12.04.2021
გამოწერა
„საერთაშორისო რეინჯერთა ჯილდო“ IUCN-ისა და დაცული ტერიტორიების მსოფლიო კომისიის მიერ, მსოფლიო რეინჯერთა ფედერაციის, Global Wildlife Conservation და Conservation Allies-თან ერთობლივი მუშაობის შედეგად დაფუძნდა და მიზნად ისახავს რეინჯერთა შესაძლებლობების გაძლიერებას.

თბილისი, 12 აპრილი – Sputnik. ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიის უფროს რეინჯერს, გიორგი აბრამიშვილს ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირმა (IUCN) და დაცული ტერიტორიების მსოფლიო კომისიამ „საერთაშორისო რეინჯერთა ჯილდო“ გადასცა, ნათქვამია დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სააგენტოს ინფორმაციით, საუკეთესო რეინჯერების შერჩევას, სპეციალური კომისია 139 ქვეყნის წარმომადგენელს შორის აწარმოებდა.

უწყების ინფორმაციით, გიორგი აბრამიშვილი 17 წელია საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე უნიკალურ ბუნებრივ მემკვიდრეობას იცავს.

„თავდადებული შრომით, გამოწვევებთან და რისკებთან გამკლავების უნარით, კრიზისული სიტუაციების მართვისას ლიდერული უნარ-ჩვევებით გამორჩეულმა ქართველმა რეინჯერმა ღირსეული გამარჯვება მოიპოვა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ბაწარა-ბაბანეურის დაცულ ტერიტორიები ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, 2003 წელს შეიქმნა. მდინარე ბაწარას ხეობის შუა ნაწილში, უთხოვრის ტყის თითქმის 270 ჰექტარი კორომებია შემორჩენილი, რომელებსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს.

ყველა ახალი ამბავი
0