05:27 11 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1590
  • 100 RUB4.6231
  • USD3.4174
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
118 0 0

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 707-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 288.396-ს მიაღწია.

თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 707 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 408 შემთხვევა კვლავ დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

დღეისათვის დადებითობის დღიური მაჩვენებელი შეადგენს 2,85%-ს, ბოლო 14 დღის - 2,26%-ს, ბოლო 7 დღის - 2,5%-ს.

ამ დროისათვის კორონავირუსზე ვაქცინაცია ჩაიტარა 19.694-მა ადამიანმა, ბოლო 24 საათში - 1.457 პირმა.

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით თბილისის შემდეგ მეორე ადგილზე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონია, შემდეგ კი აჭარაა.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:

სამეგრელო – ზემო სვანეთი – 71, აჭარა – 61, იმერეთი – 47, გურია – 26, კახეთი – 26, ქვემო ქართლი – 22, შიდა ქართლი – 22, მცხეთა-მთიანეთი – 20, სამცხე-ჯავახეთი – ორი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – ორი.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 7.190.

კოვიდ-კლინიკებში 2.298 ადამიანი მკურნალობს, მათ შორის თბილისის საავადმყოფოებში – 1.115, აჭარაში – 352, იმერეთში – 338.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 380 პირი, მათ შორის, თბილისში – 191, აჭარაში – 42, იმერეთში - 65. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 72 პირი, მათგან თბილისში – 48, აჭარაში – 5, იმერეთში – ექვსი.

309 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 200 – თბილისში, 121 – აჭარაში.

საცხოვრებელ ბინაზე ვირუსის მკურნალობის კურსს  4.583 პირი გადის.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 198 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 88, ხოლო აჭარაში – 7.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 12.463 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 6.137 პირი, აჭარაში – 1.958, იმერეთში – 935.

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 288.396-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 277.303 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 592), გარდაიცვალა – 3.877  (ბოლო 24 საათში – 8).

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 202 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

მთავარი თემები