COVID-19 საქართველოში – 11 აპრილის მონაცემები

© photo: Sputnikსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 11.04.2021
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 277.303 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 592), გარდაიცვალა – 3.877  (ბოლო 24 საათში – 8), კარანტინის რეჟიმშია 233, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 2.129 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 385 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 11 აპრილი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 707-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 288.396-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 277.303 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 592), გარდაიცვალა – 3.877  (ბოლო 24 საათში – 8), კარანტინის რეჟიმშია 233, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 2.129 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 385 ადამიანი იმყოფება.

ბოლო 24 საათში ჩატარებულია 24.823 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 16.878, PCR ტესტით - 7.945.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური –  2,85%, ბოლო 14 დღის - 2,26%, ბოლო 7 დღის - 2,5%.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0