Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„...ავდექი და კლიპის გამო ტყე დავწვი...“- ლიზა ყენიამ დუმილი დაარღვია

© Facebook / Liza Keniaლიზა ყენია
ლიზა ყენია - Sputnik საქართველო, 1920, 11.04.2021
გამოწერა
პოპულარულმა მომღერალმა საიდუმლოს ფარდა ახადა და მუსიკალური კლიპის გადაღების პროცესზე ისაუბრა. არტისტმა შოკისმომგვრელი დეტალები გაასაჯაროვა.

ეპატაჟური და თანატოლებს შორის საკმაოდ პოპულარული გოგონა – ლიზა ყენია გარეგნობით, ხმის ტემბრით, მოქნილობით, პოზიტიური ხასიათითა და შესრულების განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩევა. მიუხედავად იმისა, რომ ლიზა ცნობილი „მზიურის“ ერთ-ერთი ცნობილი სოლისტის მაია ჯაბუას შვილია, მან თავის დამკვირდება შეძლო და დედის ჩრდილქვეშ არ მოექცა.

ახალგაზრდა ვარსკვლავი შემოქმედებით პროცესს არ წყვეტს. მომღერალი ახალ ჰიტზე მუშაობს, რომელიც უკვე კლიპის გადაღების პროცესშია. მან გადაღების ლოკაციიდან რამდენიმე ვიდეოც გამოაქვეყნა, რომელმაც საზოგადოებრივი ინტერესი და აჟიოტაჟი გამოიწვია. სკანდალურმა არტისტმა მის გარშემო ატეხილ ხმაურს საჯაროდ უპასუხა. რა მოხდა მუსიკალური კლიპის გადაღების ადგილას ტყეში და როგორ ახსნა აღნიშნული სიტუაცია ლიზა ყენიამ? 

უახლეს კლიპში იქნება ეპიზოდი, სადაც ჩანს თუ როგორ იწვის ტყის ტერიტორია. ვიდეო, რომელიც ლიზამ გამოაქვეყნა, სწორედ ამის გამო ვირუსულად გავრცელდა. მალევე მას საჯარო პასუხების გაცემა მოუწია. „მეგობრებო, ვიღაცამ ტბაზე ცეცხლი გააჩინა. სავარაუდოდ, ტბის მცენარეების მოსაშორებლად. რეალურად, ძალიან გამიმართლა, რადგან მალევე მივედით და გადაღება მოვასწარით!“- განმარტა მომღერალმა. 

მანვე აღნიშნა, რომ მისმა „ფოლოვერებმა“ არასწორი დასკვნა გამოიტანეს და ჩათვალეს, რომ ლიზამ თვითნებურად დაწვა ტბის მიმდებარე ტერიტორია. „ბევრმა ადამიანმა ჩათვალა, რომ ავდექი და კლიპის გამო ტყე დავწვი. მიყვარხართ!“ - წერს არტისტი.

მას გულახდილობის გამო ძალიან აფასებენ. ლიზა ყენია სხვადასხვა რეიტინგული გადაცემების სტუმარია, თუმცა ვირტუალურ სივრცეში მეტად აქტიურია. ხშირად „ფოლოვერებს“ კითხვა-პასუხით ანებივრებს. „თინეიჯერობის ასაკში იყო დრო, ასე ვფიქრობდი, თუმცა საკუთარ თავზე ბევრი მუშაობის შედეგად ახლა ასე აღარ ვფიქრობ. რა თქმა უნდა, არ ვთვლი, რომ უნაკლო ვარ, მაგრამ ბევრი ნაკლი ნამდვილად აღარ მაქვს“, – აღნიშნავს ეპატაჟური არტისტი. მან თაყვანისმცემლის მხრიდან წამოჭრილ ჰიპოთეზას ტყუილი უწოდა და განმარტა, რომ თავდაჯერებულობა მხოლოდ საკუთარ თავზე დიდი მუშაობის შედეგია.

ყველა ახალი ამბავი
0