21:28 11 მაისი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1590
  • 100 RUB4.6231
  • USD3.4174
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ქართველი სელებრითები (294)
2207210

ტელეწამყვანი და უკრაინაში მოღვაწე ბიზნესმენი პირდა ცხოვრებას აღარ მალავს. როგორ გამოიყურება სასურველი სასიძოს მეორე ნახევარი და ვინ არის უმშვენიერესი ქალბატონი?

უამრავი ქართველი თუ უკრაინელი ქალბატონის სასურველი მამაკაცის გული დაიპყრეს. ირაკლი მაქაცარიამ ფავორიტ ქალბატონთან ერთად პირველი ფოტო გამოაქვეყნა. საჯარო პოსტს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. უახლეს ფოტოკადრს ტელესახემ თბილი წარწერაც დაურთო. „ჩემი ცხოვრების სიყვარული“- ამ ემოციური სიტყვებით იწყება წყვილის სასიყვარულო ისტორია. ირაკლი მაქაცარია მეორე ნახევარს აღარ მალავს.

სასურველი სასიძოს შეყვარებული გამაოგნებლად გამოიყურება. ქალბატონის ვინაობა უკვე ცნობილია. ლიზა ჩიჩუა განთქმული ოფთალმოლოგისა და ენდოკრინოლოგის შვილია. მისი მამა გიორგი ჩიჩუაა, ხოლო დედა- ქეთევან ასათიანი. გოგონა 19 წლისაა. წყვილს შორის 15 წლიანი ასაკობრივი სხვაობაა. ირაკლის ოფიციალურ გვერდზე ასეთი რეიტინგული პოსტი ჯერ არ გამოუქვეყნებია. კომენტარებში კომპლიმენტები და მილოცვები არ წყდება.

„როგორ უხდებით ერთმანეთს. ულევი სიხარული და უზღვავი ბედნიერება თქვენ!“;  „ულამაზესი წყვილი! იბედნიერეთ და იმრავლეთ...“; „უხდებით ერთმანეთს“; „იდეალური წყვილი!“; „სულ ასეთი დახვეწილი და ლამაზი ქალი წარმომედგინა თქვენს გვერდით“- ასე ეხმაურებიან ირაკლის გულშემატკივრები ტელევარსკვლავის გაბედნიერებას.

View this post on Instagram

A post shared by @lizachichuaa

34 წლის ბათუმელი ბიჭი ნამდვილად სასურველი და „დიპლომიანი“ სასიძოა. ქართველი გოგონების გარდა, მთელი უკრაინა მოხიბლა საკუთარი შარმით, ქარიზმატულობით და ცეკვის ნიჭით. საინტერესო ფაქტები: საშუალო სკოლა აშშ-ში დაამთავრა; უმაღლესი განათლება თბილისის კავკასიის ბიზნეს-სკოლაში მიიღო; სპეციალობით მარკეტოლოგია; 2013 წელს დააფუძნა კომპანია Maq Entertainment, რომელიც „ბოლივუდთან“ თანამშრომლობს.

View this post on Instagram

A post shared by Irakli Makatsaria (@maqatsa)

ამას გარდა პოპულარულმა ტელესახემ საიუველირო ქსელი შექმნა, რომელშიც მისი დიზაინით შექმნილი აქსესუარები იყიდება. ექსტრავაგანტული კინოპროდიუსერი ქალებზე ხშირად არ საუბრობს, მით უმეტეს, პირად ცხოვრებაზე. თუმცა მისი ინტერვიუები ყოველთვის მდედრობით სქესთან დაკავშირებული კითხვების თანხლებით მიმდინარეობს, რასაც მაქაცარია გვერდს ვერასდროს აუვლის. "33 წლის განმავლობაში სხვადასხვა გარეგნობის, ასაკის, ეროვნების მანდილოსანი მომწონებია და დავრწმუნდი იმაში, რომ არ შეიძლება ქალი ჩარჩოებში მოაქციო და თქვა, რომ მხოლოდ ქერათმიანი გოგო მოგწონს. ყველანაირი გოგოს მიმართ შეიძლება გაგიჩნდეს გრძნობა ან უბრალოდ სიმპათია", – აღნიშნავდა წარმატებული ტელესახე. მისი თქმით, ვულგარული ქალები არ იზიდავს, მთავარია, სექსუალობა თვალებიდან იგრძნობოდეს და არა მოკლე კაბით.

თემები:
ქართველი სელებრითები (294)

მთავარი თემები