როგორ უნდა ავიცილოთ ვირუსის მესამე ტალღა - მინისტრის მოადგილის განმარტება

© Sputnik / Alexander Imedashviliადამიანები პირბადეებით
ადამიანები პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 08.04.2021
გამოწერა
სპეციალისტები კორონავირუსის გავრცელების მესამე ტალღის რისკებზე საუბრობენ, რამაც შესაძლოა ქვეყანაში არსებული შეზღუდვების გამკაცრება გამოიწვიოს

თბილისი, 8 აპრილი - Sputnik. ინდივიდუალურ დონეზე და ბიზნეს-გარემოს რეგულაციების გამკაცრებით შესაძლებელია ვირუსის გავრცელების მესამე ტალღის აცილება მოხერხდეს, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.

ამირან გამყრელიძე: საქართველო COVID-19-ის მესამე ტალღის წინაშე დგას>>

მისი განმარტებით, კორონავირუსის გავრცელების მესამე ტალღის საშიშროება არსებობს, ამის თავიდან აცილებისთვის კი არსებული რეგულაციების დაცვა აუცილებელია.

კორონავირუსის ეპიდემია - Sputnik საქართველო, 1920, 07.04.2021
გამყრელიძე: დღეს ქვეყანაში 10 კლასტერია ჩამოყალიბებული

„რეგულაციების დაცვა მნიშვნელოვანია. პირბადეების მოხმარების მაჩვენებელი რომ დაბალია, ამასთან დაკავშირებით მონაცემები არსებობს. სამწუხაროდ, შრომის ინსპექტირების სამსახურს უხდება არაერთი დარღვევის დაფიქსირება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

საქართველოში ეპიდვითარება საგრძნობლად გაუარესდა. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 761 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ცხელ ეპიდწერტილებად რჩება თბილისი, სამეგრელო-ზემო-სვანეთი, აჭარა, იმერეთი. სპეციალისტები კორონავირუსის მესამე ტალღის მოახლოებაზე საუბრობენ და არ გამორიცხავენ, რომ ხელისუფლებას კვლავ მოუწევს შემზღუდავ ღონისძიებებს მიმართოს.

კულუმბეგოვი: უნდა დავიცვათ წესები, რათა მესამე ტალღა თავიდან ავიცილოთ>>

პანდემიის დაწყებიდან საქართველოში დაფიქსირებულია კორონავირუსის 286 ათასზე მეტი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 276 ათასზე მეტი პაციენტი, 3.849 ადამიანი გარდაიცვალა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0