08:54 14 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0709
  • 100 RUB4.4397
  • USD3.4235
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (511)
44 0 0

საქართველოში ბოლო დღე-ღამის განმავლობში 9 ადამიანი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 3.849-ს მიაღწია.

თბილისი, 8 აპრილი – Sputnik. გუშინ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 28 წლის ქალი გარდაიცვალა, იუწყება აჭარის ტელევიზია.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გურიიდან ბათუმის საავადმყოფოში 1 აპრილს შეიყვანა.

როგორც კლინიკის ექიმი იაგო ტაკიძე აცხადებს, პაციენტი, რომელსაც ქრონიკული დაავადებები არ ჰქონია, კლინიკაში დაგვიანებით გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა უკვე კრიტიკულად მძიმე იყო და ახალგაზრდა ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

„პაციენტი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ 1 აპრილს გადმოიყვანა, სამწუხაროდ, მდგომარეობა კრიტიკული იყო. შემოყვანისთანავე მართვით სუნთქვაზე გადავიყვანეთ. ​კოვიდი 27 მარტს დაუდასტურდა, როგორც ახლობლები ამბობენ, ამ პერიოდის განმავლობაში სახლში მკურნალობდა", – აღნიშნა ტაკიძემ.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 761 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 67 აჭარაში დაფიქსირდა. ამ დროისათვის ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 109 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 22-ის მდგომარეობა მძიმეა, მათგან მართვით სუნთქვაზე იმყოფება ერთი პირი.

თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (511)

მთავარი თემები