დღეიდან საქართველოს კინოთეატრებში ფილმების ჩვენება განახლდება

© photo: Sputnik / Alexander Kryajev / გადასვლა მედიაბანკშიკინოთეატრი
კინოთეატრი - Sputnik საქართველო, 1920, 08.04.2021
გამოწერა
კორონავირუსის ეპიდემიის გამო შარშან დახურულმა კინოთეატრებმა მუშაობის გაგრძელების ნებართვა 1 აპრილიდან მიიღეს, თუმცა სეანსების განახლება 8 აპრილიდან გადაწყვიტეს.

თბილისი, 8 აპრილი – Sputnik. ქვეყანაში გრძელდება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ამოქმედებული შეზღუდვების შემსუბუქება.

გასული წლის ნოემბერში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თებერვალში წარმოადგინა.

8 აპრილიდან საქართველოს მასშტაბით მუშაობას განაახლებენ კინოთეატრები, რომლებიც მაყურებლების მიღებას დაწესებული რეგულაციების დაცვით შეძლებენ. 

ადამიანები პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 01.04.2021
რა შეზღუდვები იხსნება 1 აპრილიდან

ერთ-ერთი რეგულაციით, დარბაზებში მაყურებლების მხოლოდ 50%-ის დასწრებაა დასაშვები. ამასთან, სავალდებულოა მაყურებლის თერმოსკრინინგი, პირბადის გამოყენება და სეანსებს შორის დარბაზების დეზინფექცია.

ღამის საათებში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის გათვალისწინებით, კინოთეატრებში საღამოს ბოლო სეანსები 18:00 საათზე დაიწყება.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საქართველოში კინოთეატრები 2020 წლის მარტის თვეში დაიხურა. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კინოთეატრებს მუშაობის განახლების უფლება 1 აპრილიდან მიეცათ, თუმცა თავად კინოთეატრებმა მაყურებლების მიღება ერთი კვირით გადადეს.

ბოლო დღე-ღამის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 687-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 285.645-ს მიაღწია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0