12:00 20 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1351
  • 100 RUB4.5112
  • USD3.4359
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
განათლება საქართველოში (406)
32 0 0

რეგისტრაციის წესებისა და ინსტრუქციის დეტალურად გაცნობის მსურველთათვის საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები, თბილისთან ერთად, რეგიონებშიც იმართება.

თბილისი, 8 აპრილი – Sputnik. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისთვის ონლაინ–ფორმატში საინფორმაციო შეხვედრებს საქართველოს მასშტაბით მართავს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ცენტრის ინფორმაციით, ონლაინ–ფორმატით ჩატარებული ღია კარის დღეების დროს აბიტურიენტებს შეუძლიათ დეტალური ინფორმაცია მიიღონ როგორც რეგისტრაციის მომდევნო ეტაპების, ისე გამოცდების შინაარსობრივი ნაწილის შესახებ.

აბიტურიენტებისთვის ღია კარის დღე Microsoft Teams-ის პროგრამით იმართება და შესაბამისი ონლაინ–ბმული შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე ქვეყნდება. ყველა აბიტურიენტისთვის პირველი შეხვედრა 24 მარტს გაიმართა.

„ონლაინ-შეხვედრა უკვე ჩატარდა გურიის, აჭარის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის, იმერეთის, კახეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, სამეგრელო–ზემო სვანეთის, მცხეთა-მთიანეთისა და ქვემო ქართლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში. 

7 აპრილს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ და საგნობრივი ჯგუფების ხელმძღვანელებმა 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შესახებ ინფორმაცია დედაქალაქის ვაკე-საბურთალოს, ისანი-სამგორისა და ძველი თბილისის რაიონების სკოლების XII კლასის მოსწავლეებს მიაწოდეს.

უწყების ცნობით, აბიტურიენტებთან ონლაინ–შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება. 

საქართველოში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია 1 მარტს დაიწყო და 31 მარტს დასრულდა. რეგისტრაცია 38.300-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა.

საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები 2005 წლიდან ტარდება.

იმისთვის, რომ სტუდენტი გახდეს, აბიტურიენტმა უნდა ჩააბაროს სამი სავალდებულო გამოცდა – ქართული ენა და ლიტერატურა, უცხო ენა და ერთი არჩევითი საგანი – ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება ან სამოქალაქო განათლება.

„ზოგადი უნარების" საგანს, რომელიც 2020 წლიდან სავალდებულო საგნების სიიდან ამოიღეს, აბიტურიენტები იმ შემთხვევაში ჩააბარებენ, თუ აღნიშნულ საგანს კონკრეტული უნივერსიტეტი მოითხოვს.

 

თემები:
განათლება საქართველოში (406)

მთავარი თემები