19:32 11 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0646
  • 100 RUB4.4399
  • USD3.4260
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ქართველი სელებრითები (178)
1034110

მსახიობ ია ფარულავას კატების მოფერებისას მაისური ჩასძვრა და მკერდი გამოუჩნდა, თუმცა ამას ის უხერხულობაში არ ჩაუგდია და ვიდეოს გადაღება განაგრძო.

ხმაურიანი ტელევარსკვლავის პიროვნულ თვისებებზე დღემდე არ წყდება ჭორ-მართალი. ია ფარულავას პირადი ცხოვრება სკანდალებითაა სავსე. საზოგადოებას მსახიობი გულახდილობის გამო განსაკუთრებულად უყვარს. ის კადრს მიღმა მოვლენებს შელამაზების გარეშე აქვეყნებს და ხელმომწერებს რუტინულ ცხოვრებასაც უზიარებს. ამჯერად მან მორიგი ვიდეო გამოაქვეყნა, რომელსაც თაყვანისმცემლებმა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეს.

ტელეწამყვანის კატებისადმი სიყვარული საყოველთაოდ ცნობილია. როგორც ჩანს, ყოველ დილას მსახიობი კატების მოფერებით იწყებს. „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ სამი კატიდან ორი იას განსაკუთრებით გაუძალიანდა მოფერების დროს და უხერხულ სიტუაციაშიც ჩააგდეს – მსახიობს მკერდი გამოუჩნდა, თუმცა მალევე შეისწორა მაისური და მესამე კატის მოფერება განაგრძო.

View this post on Instagram

A post shared by Ia Parulava (@ia_parulava)

ტელესახე სამჯერ იყო დაოჯახებული. პირველად პატარა ასაკში გათხოვდა, მისი მეუღლე რამაზ ჩანტლაძე იყო. ცოლ-ქმარს ურთიერთობა არ აეწყო, რამაზი ძალიან ეჭვიანი აღმოჩნდა და ზოგჯერ მსახიობს ფიზიკურადაც უსწორდებოდა, რის გამოც მათი ოჯახი დაინგრა. შემდეგ ია საცხოვრებლად და სამუშაოდ ამერიკაში წავიდა, სადაც ჟურნალისტ კის რაიზერზე იქორწინა, მაგრამ მოულოდნელად საქართველოში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. მან სწორედ ამ პერიოდში გაიცნო ლეგენდარული რობერტ დე ნირო.

View this post on Instagram

A post shared by Ia Parulava (@ia_parulava)

მის პირად ცხოვრებას დღემდე აქტიურად განიხილავენ. სამშობლოში ის საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ლიბანელ ბიზნესმენთან ფადი ასლისთან ერთად ცხოვრობდა, თუმცა წყვილი 2010 წელს ისე დაშორდა, რომ ქორწინება ოფიციალურად არ დაუკანონებიათ. 2013 წელს იას რჩეული ფრანკფურტში მოღვაწე ქართველი გიტარისტი ტარიელ ხოსროშვილი გახდა, უფრო მეტად ცნობილი ფსევდონიმით ტარიელ სუარი. ტელეშოუ „ნიჭიერის“ მიმდინარეობისას სუარმა პირდაპირ ეთერში სთხოვა იას ცოლობა და მათ მალევე, 2013 წლის სექტემბერში ჯვარიც დაიწერეს, თუმცა მალევე დაშორდნენ.

თემები:
ქართველი სელებრითები (178)

მთავარი თემები