05:17 11 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0646
  • 100 RUB4.4399
  • USD3.4260
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (504)
79 0 0

ქვეყნის ხელისუფლება ამ პორტალის მონაცემების საფუძველზე გადაწყვეტს, რომელი ვაქცინა შემოიტანონ შემდეგში საქართველოში, აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

თბილისი, 7 აპრილი – Sputnik. საქართველოს მოქალაქეები წინასწარ შეძლებენ, ასაკობრივი ჯგუფის მიუხედავად, სპეციალურად შექმნილ ვებ-პორტალზე დარეგისტრირდნენ და უახლოეს პერიოდში ხელმისაწვდომ კოვიდ-ვაქცინებს შორის არჩევანი გააკეთონ. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

„დღეს მივიღეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დაცვას და მათ არჩევანს გაუფართოებს“, - თქვა მინისტრმა.

ტიკარაძის თქმით, ვებ-პორტალზე გადასვლას მოქალაქეები ჯანდაცვის სამინისტროს ვებ–გვერდიდან და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვებ–გვერდიდან შეძლებენ.

„ჩვენი აზრით, ეს კვლევა დაგვეხმარება სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღებაში და ამის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რომელი ვაქცინა შემოვიტანოთ შემდეგში საქართველოში“, - აღნიშნა ტიკარაძემ.

საქართველოში 15 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველი ეტაპი AstraZeneca-ს ვაქცინით დაიწყო. ამ ეტაპზე იმუნიზაცია AstraZeneca-ს და Pfizer-ის ვაქცინებით ხორციელდება.

საქართველომ 3 აპრილს ჩინური წარმოების Sinopharm-ის ვაქცინის 100 ათასი დოზაც მიიღო და დღეს გადაწყდება, როდიდან მოხდება მისი გამოყენება.

ვაქცინაციის საერთო ეროვნული გეგმის მიხედვით, ქვეყანაში ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო. დაბალი მიმართვიანობის გამო 25 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 75 წელს ზემოთ და 65-დან 75-წლამდე ასაკობრივი ჯგუფებიც ჩაერთვნენ. ასევე, ვაქცინაციის მიზნობრივ ჯგუფებს უკვე დაემატნენ 55 წელს ზემოთ მოქალაქეები, პოლიციელები, სამხედრო მოსამსახურეები, ასევე დიალიზზე მყოფი და ორგანოგადანერგილი პაციენტები. სავარაუდოდ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში უახლოეს მომავალში მასწავლებლები და განათლების სფეროს სხვა წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან.

თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (504)

მთავარი თემები