04:53 11 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0646
  • 100 RUB4.4399
  • USD3.4260
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
93 0 0

ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს ყველა ეკლესია–მონასტერში საზეიმო წირვა–ლოცვა აღესრულა.

თბილისი, 7 აპრილი – Sputnik. საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში  საზეიმო წირვა აღავლინა და ყველა მორწმუნეს ხარების დღესასწაული მიულოცა. 

„ხარება სიხარულისა და სიყვარულის დღესასწაულია. ხარების დღეს დღესასწაულობს მთელი სამყარო. დღეს თითქოს ცა და ქვეყანა შეუერთდა ერთმანეთს და ღმერთი ლოცავს მიწიერ და ზეციურ სამყაროს. სიხარული გამოვლინდება სიყვარულიდან. თუ სიყვარული არ გააჩნია ადამიანს, სიხარული არ ექნება. ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროში, როცა ბოროტი და კეთილი დაპირისპირებული არიან ერთმანეთთან. ჩვენ ვცხოვრობთ იმ დროს, როცა ადამიანი უნდა ცხოვრობდეს სხვებისათვის, გაჭირვებული ხალხისათვის", – ბრძანა ილია მეორემ.

ღვთისმშობლის ხარება — ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღესასწაულია, რომელსაც ეკლესია ყოველწლიურად 7 აპრილს (ძველი სტილით 25 მარტს) აღნიშნავს — ქრისტეშობამდე 9 თვით ადრე. ამ დღეს არა მხოლოდ ყოვლადწმიდა მარიამს, მთელ კაცობრიობას ეხარა, რომ სახიერმა ღმერთმა თავის ხატად და მსგავსად შექმნილი ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისთვის ვერ გასწირა და მისი ეშმაკის მონობისგან გამოხსნა გადაწყვიტა.

ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით დიდმარხვის ეს დღე მორწმუნეებისთვის თევზით ხსნილია.

 

მთავარი თემები