„ძალისხმევას არ დავიშურებთ თქვენს გამოსაჯანმრთელებლად“: ერდოღანი ღარიბაშვილს

© photo: Sputnik / Mikhail Klimentiev / გადასვლა მედიაბანკშირეჯეფ თაიიფ ერდოღანი
რეჯეფ თაიიფ ერდოღანი - Sputnik საქართველო, 1920, 07.04.2021
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრს კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

თბილისი, 7 აპრილი - Sputnik. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ოფიციალური წერილი მისწერა და გამოჯანმრთელება უსურვა. 

ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 06.04.2021
პრემიერ ღარიბაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა
 

ოფიციალურ წერილში, რომელსაც მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს, პრეზიდენტი ერდოღანი საჭიროების შემთხვევაში,  პრემიერის მკურნალობის პროცესში მხარდაჭერისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.

„პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო მეგობარო, ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რომ თქვენი ტესტი COVID-19-ზე დადებითი აღმოჩნდა. გისურვებთ სწრაფად განკურნებას და ძალიან მალე სრულად გამოჯანმრთელებას.  მსურს იცოდეთ, რომ თქვენთან ერთად ვართ მკურნალობის პერიოდში და, საჭიროების შემთხვევაში, არ დავიშურებთ ძალისხმევას თქვენს გამოსაჯანმრთელებლად. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თქვენ გისურვოთ  ჯანმრთელობა და ბედნიერება, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს - კეთილდღეობა და აღმავლობა“, - ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტის მიერ გამოგზავნილ  წერილში.

ირაკლი ღარიბაშვილს გუშინ კორონავირუსი დაუდასტურდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მთავრობის მეთაური თვითიზილაციაში იმყოფება და მუშაობას დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0