20:03 11 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0646
  • 100 RUB4.4399
  • USD3.4260
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ქართველი სელებრითები (178)
482 0 0

ყოფილმა ტელეწამყვანმა მოულოდნელად 40 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის ბოდიშის მოხდა გადაწყვიტა. ნახეთ რაშია საქმე

ყოფილი ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს და აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც 41 წელი შეუსრულდა, 40 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის ბოდიშის მოხდა მოუნდა.

„წარმოდგენა არ მაქვს, როგორ მოვიდა ეს ასაკი ჩემამდე. ბავშვობაში როდესაც ამბობდნენ, 41 წლის არისო, მეგონა, რომ ცხოვრება გავლილი ჰქონდა. ბოდიშს ვუხდი ყველა 40-ს გადაცილებულ ადამიანს, ვისზეც ვფიქრობდი, რომ გადაღრძუებული ბებერი იყო. დიდი სხვაობა არ არის 30 და 40 წლებს შორის. ახლა ჩემი თავი 10-ჯერ უფრო მეტად მიყვარს, ვიდრე 10 წლის წინ. უფრო დავრწმუნდი, რა მაგარი და კარგი გოგო ვარ“ - აცხადებს სიჭინავა.

ჟურნალისტი ხატია სიჭინავა გათხოვების შემდეგ ნამდვილ ოჯახის ქალად გადაიქცა და მთელ დროს მხოლოდ მას უთმობს. ხატიას პირადი ბიზნესიც აქვს, თუმცა მისთვის წინა პლანზე ქმარ-შვილი და ოჯახის დანარჩენი წევრები არიან.

რამაზ ნოზაძეს და ხატია სიჭინავას ოთხი შვილი ჰყავთ. ყველაზე უმცორი - ნანატრი ვაჟი წყვილს რამდენიმე თვის წინ ეყოლა.

თემები:
ქართველი სელებრითები (178)

მთავარი თემები