12:15 20 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1351
  • 100 RUB4.5112
  • USD3.4359
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (532)
45 0 0

ვოლსკი მესამე ქართველი დეპუტატია, რომელმაც აცრა საჯაროდ გაიკეთა და ამით დანარჩენ კოლეგებს მაგალითი მისცა.

 

თბილისი, 7 აპრილი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

გია ვოლსკი ინგოროყვას სახელობის კლინიკაში AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრა.

დეპუტატმა მოსახლეობას ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა, მისი თქმით, ეს გადარჩენის ერთადერთი საშუალებაა. 

 „კარგად ვგრძნობ თავს. ყველას მოვუწოდებ, რომ გაიკეთონ ვაქცინა. ვაქცინაცია არის ვირუსთან ბრძოლის ერთადერთი მეთოდი და გზა. ასევე, ვაქცინა, რომელიც საქართველოში შემოვა, უნდა იყოს მაღალი დონის საერთაშორისო ინსტიტუციების მიერ აღიარებული" , განაცხადა გია ვოლსკიმ.

პირველი დეპუტატი, რომელმაც ვაქცინა აგრეთვე საჯაროდ გაიკეთა, პროფესიით ექიმი ლადო კახაძეა.

კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა ტელეკამერების წინ ასევე გაიკეთა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ. მანამდე AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრნენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, დეპუტატი ზაალ მიქელაძე, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე,  ცნობილი ალერგოლოგ–იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი და სამედიცინო სფეროს სხვა ცნობილი წარმომადგენლები.

ბოლო მონაცემებით საქართველოში ვაქცინაცია სულ 11 ათასზე მეტ ადამიანს აქვს ჩატარებული.

საქართველოში 15 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველი ეტაპი AstraZeneca-ს ვაქცინით დაიწყო. ამ ეტაპზე იმუნიზაცია AstraZeneca-ს და Pfizer-ის ვაქცინებით ხორციელდება.

 

თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (532)

მთავარი თემები