11:48 20 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1351
  • 100 RUB4.5112
  • USD3.4359
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
თბილისი დღეს (1977)
58 0 0

გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 7 აპრილი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 7 აპრილს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის ა, II, III, IIIა, V, VI, VIII მიკრორაიონების, სოფელი გლდანის, მეტრო „ახმეტელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, ვეკუას, ქერჩის, თიანეთის, ხიზაბავრის, ხევძმარის, ნოზაძის, ბოჭორიშვილის, მოსულიშვილის, მაისურაძის და ბაბილოძის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბელიაშვილის და ბოხუას ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ბარათაშვილის, სანაპიროს, ნიშნიანიძის, ჭანტურიას, ათონელის, ასათიანის, ვირსალაძის, თაბუკაშვილის, ჯორჯიაშვილის, ფურცელაძის, ფხოვის, გერცენის, ხაზინის, ორბელიანის და ხიდისთავის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), სააკაძის მოედნის, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის, ზაქარიაძის, იოსებიძის, შარტავას, ანაგის, კანდელაკის, ბოჭორიშვილის, ამაშუკელის, ხომლის, ინტენსიფიკაციის, ბერიტაშვილის, დგებუაძის, კვაჭაძის და გვარამაძის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების X კვარტლის, ანაპის 414-ე დივიზიის და ურეკის ქუჩების მოსახლეობას.

14:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, მანჯგალაძის, ხუდადოვის, მახალდიანის, თოფურიძის, ზაქრაძის და რკინიგზის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დარიალის ქუჩის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

თემები:
თბილისი დღეს (1977)

მთავარი თემები