11:37 20 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.1351
  • 100 RUB4.5112
  • USD3.4359
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა (26)
67 0 0

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მიუხედავად, რეკომენდაციების გათვალისწინებით, მავნებლის წინააღმდეგ  ბრძოლა შარშან, მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.

 

თბილისი, 6 აპრილი - Sputnik. სამეგრელო-ზემო სვანეთის, გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და აჭარის რეგიონების სოფლებში მავნებლის გავრცელების არეალის დადგენის მიზნით, დამჭერ ფერომონებს განათავსებენ, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე 3 ათასამდე ფერომონს დაამონტაჟებს. 

როგორც საკოორდინაციო მართვის ცენტრის უფროსმა, ლაშა შალამბერიძემ განაცხადა, გარემოზე პესტიციდების დატვირთვის შემცირების მიზნით და წინა წლებში მიღებული შედეგების გათვალისწინებით, აქცენტი გაკეთდა „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურების ტექნოლოგიის გამოყენებაზე გაკეთდება, დაიწყება აღნიშნული სადგურების დამონტაჟება,  ხოლო ტემპერატურის მატებასთან ერთად, მავნებლის ბიოლოგიური ციკლის გათვალისწინებით, დაიგეგმება აზიურ ფაროსანას წინააღმდეგ შეწამლვითი ღონისძიებები. 

სააგენტოს ცნობით, ბოლო წლებში სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, მავნებლის გავრცელების გეოგრაფია არ გაზრდილა და მხოლოდ დასავლეთ საქართველოშია ლოკალიზებული, თუმცა, პრევენციის მიზნით, მონიტორინგის სისტემები აღმოსავლეთ საქართველოშიც განთავსდება.

საქართველოში აზიური ფაროსანა 2015 წელს გამოჩნდა და ციტრუსისა და თხილის მოსავლის დიდი ნაწილი გაანადგურა.

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საქართველოს მთავრობამ სპეციალური პროექტი შეიმუშავა, რომელიც სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს: აქტიური საინფორმაციო კამპანია, სრულმასშტაბიანი მონიტორინგი და ქიმიური შეწამვლა. საქართველოს მავნებელთან ბრძოლის მეთოდი მსოფლიოში ერთ–ერთი სამაგალითოა, შესაბამისად, ქვეყანა საკუთარ გამოცდილებას სხვადასხვა ქვეყნებს უზიარებს.

2019 წლის  აგვისტოში საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყანამ მავნებელი საბოლოოდ დაამარცხა. თუმცა, პროფილაქტიკური სამუშაოები კვლავ გრძელდება.



თემები:
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლა (26)

მთავარი თემები