20:15 11 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0646
  • 100 RUB4.4399
  • USD3.4260
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
ქართველი სელებრითები (178)
365 0 0

ცნობილი მომღერალი გიო ხუციშვილი სამი წლის წინ გარდაიცვალა. ცნობილი ხდება, რომ გარდაცვალებამდე მომღერალმა შვილს საიდუმლო გაანდო

მომღერალი ზუკა ხუციშვილი „ფარულ კონვერტს“ სტუმრობდა, სადაც მამაზე ისაუბრა. ტელეწამყვანმა ია ფარულავამ ზუკა ხუციშვილს ჰკითხა ერთი ცნობილი ადამიანის შესახებ, რომელმაც გიოს წლების წინ ძალიან ატკინა გული. ამის შესახებ გიოს არასდროს არავისთვის არაფერი უთქვამს, თავისი შვილის გარდა. ეს საიდუმლო მან შვილს სიკვდილის წინ გაუმხილა. კონვერტზე მისი სახელი და გვარი დაუწერეს… ზუკამ კონვერტი გახსნა, მაგრამ საჯაროდ მისი ვინაობის გამხელა არ ისურვა და კონვერტი დაწვა.

„როგორც თქვით, ისე იყო ყველაფერი, მაგრამ რეალურად, არა მგონია, ადამიანები ამქვეყნიდან სინანულის გარეშე მიდიოდნენ. გიოს ცხოვრებაში სულ რამდენიმე ადამიანი იქნებოდა, ვისგანაც გული ეტკინა. ბოღმას არასდროს იდებდა გულში. მოდი, ბოღმასაც არ გავაღვივებ და არც ღირს. გიოს ცხოვრებაში სიკეთის მეტი მართლა არაფერი იყო. ნაღდად არ ღირს ამ ამბის გამხელა. გიოს არ მოეწონებოდა“, - განაცხადა ზუკამ.

გიო ხუციშვილი 2018 წლის ივნისში, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ფილარმონიის შენობის წინ მომღერალს ვარსკვლავი გაუხსნეს.

გიო ხუციშვილმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ქართული სიმღერის პოპულარიზებაში. განსაკუთრებით შეიყვარა ხალხმა მის მიერ შესრულებული კომპოზიციები „აყვავდება როცა ნუში" (ნატო გელაშვილთან ერთად), „ნეტავ მართლა გყვარებოდი", „მზე ჩადის და მზე ამოდის" და სხვ.

თემები:
ქართველი სელებრითები (178)

მთავარი თემები