19:32 11 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0646
  • 100 RUB4.4399
  • USD3.4260
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (504)
91 0 0

გამქირავებელი ფართის იჯარით გაცემის შემთხვევაში ვალდებული იქნება ხელშეკრულებაში ჩადოს პუნქტი, რომლის მიხედვითაც დამქირავებელს არ ექნება ადგილზე სოციალური ღონისძიების გამართვის უფლება.

თბილისი, 6 აპრილი - Sputnik. იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილებების შეტანა იგეგმება, რომლის მიხედვითაც სოციალური ღონისძიებების გამართვაზე რეგულაციები და კონტროლი მკაცრდება, იუწყება „პირველი არხი“.

შრომის ინსპექციამ ღამის კლუბები თვითნებური გახსნისთვის დააჯარიმა>>

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, ფართის იჯარით გაცემისას გამქირავებელი ვალდებული იქნება დამქირავებელს ხელშეკრულებაში ჩაუდოს პირობა, რომ აღნიშნული ფართის გამოყენება არ უნდა მოხდეს სოციალური ღონისძიების გამართვის მიზნით.

იმ შემთხვევაში, თუ დამქირავებელი ფართს სოციალური ღონისძიების გასამართად გამოიყენებს, გამქირავებელი ვალდებული იქნება დაუკავშირდეს შრომის ინსპექციას. წინააღმდეგ შემთხვევაში ის 10 ათასი ლარით დაჯარიმდება, განმეორების შემთხვევაში კი მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.

შრომის ინსპექციაში განმარტავენ, რომ ბოლო პერიოდში გახშირდა შემთხვევები, როდესაც მფლობელები სოციალური ღონისძიებების გამართვის მიზნით ფართებს აქირავებენ. დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში  მოიჯარე ფიზიკური პირი 2 ათასი ლარით ჯარიმდება, რაც ხალხმრავალი ქორწილების, დაბადების დღეებისა თუ ქელეხების მოწყობის პრევენციას სათანადოდ ვერ ახდენს.

ფერაძის თქმით, ახალი წესები უახლოეს დღეებში ამოქმედდება.

თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (504)

მთავარი თემები