09:11 14 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0709
  • 100 RUB4.4397
  • USD3.4235
საზოგადოება
მოკლე ბმულის მიღება
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (511)
36 0 0

ბოლო მონაცემებით, რეგიონის მასშტაბით კორონავირუსი 22-მა პაციენტმა დაამარცხა, საკარანტინო სივრცეში კი 96 ადამიანი იმყოფება.

თბილისი, 6 აპრილი – Sputnik. სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსი 96 ადამიანს დაუდასტურდა, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი. 

სამხრეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამეგრელოს კოვიდ-კლინიკებში 170 პაციენტია მოთავსებული, მათგან შვიდი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. 

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს 62 კოვიდ-პაციენტი გადის – ორი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ფოთის კლინიკაში იმყოფება 40 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის მძიმე ოთხი პაციენტია. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ოთხი პაციენტი მკურნალობს. აბაშის „ევექსის“ კოვიდ–კლინიკაში 26 პაციენტი მკურნალობს. სენაკის „ლაზიკა მედიში“ – 32 პაციენტი.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 897-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 284.958-ს მიაღწია.

ქვეყანაში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია



თემები:
კორონავირუსი საქართველოში: ბოლო ცნობები (511)

მთავარი თემები